IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/
შ.პ.ს “აითი თექ” აცხადებს ვაკანსიას პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.
კომპანია გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი – 09:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- ანაზღაურება – შეთანხმებით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
- გაყიდვებისა და პროექტების განვითარების სტრატეგიის/ბიუჯეტის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- მიმდინარე პორტფელის მართვა;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
- კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და სტრატეგიული თანამშრომლობების განვითარება;
- პროექტების ფარგლებში კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების მომზადება და კონტრაქტების მართვა;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული რელევანტური დავალებების შესრულება;
- მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
- MS Office, 1C და Bitrix სისტემების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge .
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.