
„აითი თექმა“ წარმატებით უზრუნველყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 11,000 ერთეული პლანშეტური კომპიუტერით, რომლებიც გამოყენებულ იქნა ფართომასშტაბიანი პროექტის ფარგლებში – საქართველოს მოსახლეობის სრული აღწერისთვის.
აღნიშნული პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, „აითი თექმა“ ასევე უზრუნველყო 24/7 საგარანტიო ტექნიკური მხარდაჭერა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო აღწერის შეუფერხებლად ჩატარებისთვის. კომპანიის პროფესიონალური ჩართულობის შედეგად, პროექტი წარმატებით და უმაღლესი ხარისხით განხორციელდა.
„აითი თექ“ აგრძელებს პარტნიორობას სახელმწიფო და კერძო სექტორთან, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი დონის IT მომსახურების მიწოდების გზით.