ბიზნესის უწყვეტობა და კრიზისების მართვა – როგორ გვეხმარება ISMS

დღეს თითქმის ყველა ბიზნესი დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე – კომპიუტერებზე, ონლაინ სერვისებზე, მონაცემებზე და ინტერნეტზე. ამიტომ, როდესაც ხდება კიბერშეტევა, სისტემის გათიშვა, ან მონაცემების დაკარგვა – კომპანიის მუშაობა შეიძლება სრულად შეჩერდეს.

სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი ISMS – ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა.

რა არის ISMS?

ISMS (Information Security Management System) არის წესების, პროცესებისა და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა, რომელიც კომპანიას ეხმარება: დაიცვას ინფორმაცია; შეამციროს რისკები; სწრაფად უპასუხოს ინციდენტებს; კრიზისის დროს გააგრძელოს მუშაობა.

მარტივად რომ ვთქვათ, ISMS არის წინასწარ მომზადებული გეგმების ნაკრები, რომელებიც – კომპანიას ეხმარებიან რთულ სიტუაციებში.

ISMS ეხმარება კომპანიას სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გამკლავებაში:

  • კიბერშეტევები;
  • მონაცემების გაჟონვა;
  • თანამშრომლის შეცდომა;
  • სერვერის გათიშვა;
  • ელექტროენერგიის პრობლემა;
  • ონლაინ სერვისების შეფერხება.

როგორ გვეხმარება ISMS კრიზისების მართვაში?

  1. რისკების წინასწარი აღმოჩენა

ISMS კომპანიას ეხმარება წინასწარ განსაზღვროს: რა საფრთხეები არსებობს; რომელი სისტემებია ყველაზე კრიტიკული; რა შეიძლება დაზიანდეს. მაგალითად: ონლაინ მაღაზია ხვდება, რომ თუ გადახდის სისტემა გაითიშება, გაყიდვები შეჩერდება. ამიტომ წინასწარ ამზადებს ალტერნატიულ გადახდის მეთოდს.

  1. ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება

კრიზისის დროს ყველაზე დიდი პრობლემა ქაოსია. ISMS კი განსაზღვრავს: ვინ რას აკეთებს; ვის უნდა დაუკავშირდნენ; როგორ უნდა აღდგეს სისტემა. მაგალითად: კომპანიის თანამშრომელმა შემთხვევით გახსნა მავნე ფაილი. ISMS-ის მიხედვით: IT გუნდი სწრაფად თიშავს დავირუსებულ კომპიუტერს; მოწმდება სხვა სისტემები; ხდება მონაცემების აღდგენა backup-იდან; თანამშრომლებს ეგზავნებათ გაფრთხილება. შედეგად, პრობლემა დიდ მასშტაბზე აღარ ვრცელდება.

  1. მონაცემების დაცვა და აღდგენა

ISMS დიდ ყურადღებას აქცევს backup-ებს და მონაცემების აღდგენის გეგმას. წარმოვიდგინოთ, რომ სერვერი დაზიანდა და კომპანიამ დაკარგა მონაცემები – თუ backup არსებობს – ინფორმაცია სწრაფად აღდგება; ბიზნესი მუშაობას აგრძელებს. თუ backup არ არსებობს – შესაძლოა დაიკარგოს წლების მონაცემები.

  1. თანამშრომლების მზადყოფნა

ბევრი კიბერშეტევა ადამიანური შეცდომით იწყება. ამიტომ ISMS მოიცავს თანამშრომლების ტრენინგსაც. თანამშრომლები სწავლობენ: როგორ ამოიცნონ ფიშინგი; როგორ შექმნან ძლიერი პაროლები; რა არ უნდა გააზიარონ და როგორ იმოქმედონ საეჭვო სიტუაციაში.

რეალური კრიზისები, რომლებიც ბიზნესს ემუქრება და ISMS ეხმარება კომპანიას ამ კრიზისებთან გამკლავებაში:

  • კიბერშეტევები;
  • ransomware ვირუსები;
  • მონაცემების გაჟონვა;
  • თანამშრომლის შეცდომა;
  • სერვერის გათიშვა;
  • ელექტროენერგიის პრობლემა;
  • ონლაინ სერვისების შეფერხება.

ISMS-ის დანერგვა კომპანიას აძლევს:

  • ნაკლებ ფინანსურ ზარალს – პრობლემები სწრაფად გვარდება და მუშაობა დიდხანს არ ჩერდება.
  • მომხმარებლის ნდობას – მომხმარებელი უფრო ენდობა კომპანიას, რომელიც მის მონაცემებს იცავს.
  • სტაბილურობას – კომპანია კრიზისის დროსაც აგრძელებს ოპერირებას.
  • უკეთეს რეპუტაციას – უსაფრთხო ბიზნესი უფრო პროფესიონალურად აღიქმება.

თუ გსურთ, თქვენი კომპანია იყოს უფრო დაცული, სწრაფად რეაგირებდეს კიბერინციდენტებზე და უსაფრთხოდ აგრძელებდეს მუშაობას ნებისმიერ სიტუაციაში, ISMS-ის დანერგვაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ. დაგვიკავშირდით: 📧 info@ittech.ge 📞 +995 32 204 10 20 🌐 ITT.ge