გაყიდვების კოორდინატორი

IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შ.პ.ს “აითი თექ” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი,

კომპანია გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი – 09:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
  • ანაზღაურება – 1200 – 1500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
  • განვითარების შესაძლებლობას IT სექტორში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვებში ადმინისტრაციული/ოპერაციული მხარდაჭერა;
  • კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • შეთავაზებების მომზადების უზრუნველყოფა;
  • CRM სისტემაში შეკვეთების სტატუსის განახლება და მონიტორინგი;
  • ანგარიშგებების მომზადება და ბაზრის კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან IT მიმართულებით (სრული/არასრული);
  • 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office და CRM სისტემების ცოდნა;
  • კომუნიკაციის, ორგანიზების და დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია IT Tech-მა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.