IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/
შ.პ.ს “აითი თექ” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი,
კომპანია გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი – 09:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- ანაზღაურება – 1500 – 1800 ლარი ( + ბონუსი 6 თვის შემდეგ);
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთან საჭიროებების ანალიზი და შეთავაზებების მომზადება;
- მომხმარებელთა ბაზის მართვა CRM-ში და ანგარიშგების მომზადება;
- „თბილ“ და „ცივ“ კონტაქტების ბაზასთან მუშაობა;
- შიდა და გარე დისტრიბუციასთან კონტაქტი და პროდუქტის მიწოდების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- 1C მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge .
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.