ელექტრონული ფასმაჩვენებელი (ESL)

ელექტრონული ფასმაჩვენებლები (ESL) – მომავლის ტექნოლოგია საცალო ვაჭრობაში!

თანამედროვე საცალო ბიზნესი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ციფრულ ინოვაციებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც რითეილ სექტორს სრულიად ახალ სტანდარტზე აყენებს, არის ელექტრონული ფასმაჩვენებლები (Electronic Shelf Labels – ESL) – ჭკვიანი ეკრანები, რომლებიც ქაღალდის ეტიკეტებს ციფრული სიზუსტით ცვლიან.

სწორედ ამ მიმართულებით მოწინავე ბრენდია Hanshow, რომელიც გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნულ სფეროში.

როგორ მუშაობს ESL სისტემა:

  •  ელექტრონული ფასმაჩვენებლები უკავშირდება მაღაზიის ERP ან POS სისტემას და ავტომატურად სინქრონიზდება ფასების, აქციების ან პროდუქტის ინფორმაციის ცვლილებებთან;
  • ცენტრალიზებული მართვის მეშვეობით, წამებში ხდება ცვლილებები Wi-Fi, BLE ან IoT ქსელით;
  • შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს როგორც მაღაზიების მარტივ, ოპერაციულ სიზუსტეს, ასევე მომხმარებლისთვის გამარტივებულ და კომფორტულ შოპინგს.

რა სარგებელს იღებს საცალო ბიზნესი?

  • ფასების ავტომატიზაცია და სიზუსტე – მაღაზიებს აღარ სჭირდებათ ათასობით ეტიკეტის ხელით შეცვლა. ფასები ყველა თაროზე განახლდება რეალურ დროში, რაც გამორიცხავს შეცდომებს და გაუგებრობებს. როგორც კი ადმინისტრატორი ცვლის ფასს, ცვლილება ავტომატურად აისახება ყველა თაროზე.

ერთი პანელიდან შეგიძლიათ მართოთ ათასობით პროდუქტის ფასი, აქცია, ან ინფორმაცია სხვადასხვა ფილიალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსელური სუპერმარკეტებისა და ტექნიკის მაღაზიებისთვის, სადაც თითოეული ფილიალის ხელით მართვა რთულია.

  • შრომითი ხარჯების შემცირება ციფრული ეტიკეტები ათავისუფლებს პერსონალს მექანიკური სამუშაოებისგან – არ არის საჭირო ფასმაჩვენებლების ბეჭდვა, ამოჭრა, ჩასმა. კომპანიები, საჩუალოდ ზოგავენ 60%-მდე შრომით ხარჯს ფასების განახლების პროცესში.

პერსონალს აღარ სჭირდება საათობით მუშაობა ფასების შეცვლაზე – ეს დრო იხარჯება უფრო პროდუქტიულად, მაგალითად მომხმარებელთა მომსახურებაზე ან თაროების ოპტიმიზაციაზე.

  • გაყიდვების ზრდა და დამატებითი მარკეტინგული შესაძლებლობები

ელექტრონულ ეტიკეტებს შეუძლიათ გამოაჩინონ აქციები („Discount“, „Bonus“, „2+1 Free“), ბონუსები, QR კოდები ან პატარა სარეკლამო შეტყობინებები, რაც ზრდის მომხმარებლის ყურადღებას და იმპულსურ ყიდვებს.ელექტრონული ფასმაჩვენებლები (ESL) რითეილისთვისელექტრონული ფასმაჩვენებლები (ESL) რითეილისთვის.

  1. ინტეგრაცია AI და IoT სისტემებთან თანამედროვე ESL-ები ინტეგრირებულია AI კამერებთან, ინვენტარიზაციის სენსორებთან და თაროების მონიტორინგის სისტემებთან, რაც საშუალებას იძლევა: გააკეთოთ მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, აკონტროლოთ პროდუქტის ხელმისაწვდომობა, მართოთ ოპტიმიზირებული მარაგი.
  2. ფასების დინამიური მართვა რიტეილ ბიზნესს შეუძლია რეალურ დროში შეცვალოს ფასები ბაზრის მოთხოვნის, მარაგის ან კონკურენციის გათვალისწინებით. განსაკუთრებით ეფექტურია ეს სუპერმარკეტებისთვის, ტექნიკის ქსელებისთვისა და აფთიაქებისთვის.
  3. ეკოლოგიური სარგებელი ქაღალდის მოხმარება მცირდება წელიწადში ათასობით ერთეულით. ეს ეხმარება ბიზნესს გახდეს ეკოლოგიურად პასუხისმგებელი.

Hanshow-ის კვლევის ანგარიშის თანახმად, ESL-ების დანერგვის შემდეგ კომპანიებმა:

  • შრომითი ხარჯები შეამცირეს 60%-მდე;
  •  ფასების შეცვლის სიჩქარე გაზარდეს 90%-მდე;
  • შეცდომების რისკი დაიყვანეს თითქმის ნულზე;
  • ოპერაციული ეფექტურობა გაზარდეს 20-30%-ით.

ელექტრონული ფასმაჩვენებლები (ESL) აღარ არის უბრალოდ ციფრული ინოვაცია – ეს არის საცალო ვაჭრობის მომავალი. მაღაზიებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან სიზუსტისკენ, ავტომატიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ, ESL წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს სრულფასოვანი Retail Digital Transformation – ისკენ.

დღეს ESL უკვე სტანდარტია ისეთ გლობალურ ქსელებში, როგორიცაა Carrefour, Leroy Merlin, Jumbo, Ahold Delhaize და სხვა – რაც ცხადად აჩვენებს, რომ საცალო ინდუსტრია ციფრულ სიზუსტესა და ავტომატიზაციის მიმართულებით მოძრაობს.

IT Tech გთავაზობთ ელექტრონული ფასმაჩვენებლების დანერგვის სრულ ციკლს:

  • კონსულტაცია და არსებული ინფრასტრუქტურის სისტემური ანალიზი
  •  დანერგვა და ინტეგრაცია (ESL მოწყობილობების მიწოდება, მონტაჟი და კონფიგურაცია)
  • მენეჯმენტი და ტექნიკური მხარდაჭერა

დაგვიკავშირდით: 📧 info@ittech.ge | ☎ +995 32 204 10 20 | 🌐 www.itt.ge