- ფასების ავტომატური განახლება წამებში
- ცენტრალიზებული მართვა და ანალიტიკა Cloud პლატფორმიდან
- მარაგების მონიტორინგი AI კამერებისა და სენსორების მეშვეობით
- მომხმარებლის ქცევის ანალიზი და ბიზნესის ინტელექტი
- ეკოლოგიური პასუხისმგებლობა – ქაღალდზე უარის თქმის გადაწყვეტილება
Hanshow Polaris Pro (ჰენშოუ პოლარის პრო)
Hanshow Polaris Pro სერია გამოირჩევა ეკრანისა და კორპუსის მაღალი თანაფარდობით და ინოვაციური მრავალფეროვანი დისპლეის ტექნოლოგიით. ელექტრონული ფასმაჩვენებლები გთავაზობთ არაჩვეულებრივ ვიზუალურ გამოცდილებას და მრავალ აპლიკაციას, რასაც ჩვენი მომხმარებლები ციფრული საცალო ვაჭრობის ახალ ერაში შეჰყავს.
გამოიყენება სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებში, მათ შორის სუპერმარკეტებში, ელექტრონიკის, კოსმეტიკის, ტანსაცმლის, სამშენებლო მასალების, ქიმიის, სხვადასხვა პროფილის მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ეკრანისა და კორპუსის მაღალი თანაფარდობა
აღმოაჩინეთ ახალი ვიზუალური გამოცდილება - Hanshow-ს ფართო ოთხფერიანი ეკრანი ქმნის კიდევ უფრო დიდ და მრავალფეროვან შთაბეჭდილებას

შეცვლადი და გამძლე
ისარგებლეთ ათწლეულის განმავლობაში სტაბილური მუშაობით, ხანგრძლივი მოხმარების ელემენტებითა და ცვალებადი დიზაინით.

განთავსების მოქნილი შესაძლებლობები
გაქვთ მონტაჟის მრავალმხრივი შესაძლებლობა. საცალო ობიექტებს სთავაზობს შეუდარებელ მოქნილობასა და შემოქმედებით კონტროლს პროდუქტის პრეზენტაციისას/წარმოდგენისას.
მრავალფეროვანი ეკრანი ძლიერი ფუნქციებით
ელეგანტური Polaris Pro შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე კომპაქტურ თაროებზეც კი. მისი შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი დისპლეი უზრუნველყოფს ცოცხალ და ნათელ გამოსახულებას.
Polaris Pro-ს მაღალი ეკრანისა და კორპუსის თანაფარდობა მაქსიმალურად ზრდის ეკრანის სივრცეს, რაც მომხმარებლებს უფრო ინტერაქტიულ და მკაფიო გამოსახულებას სთავაზობს. გარდა ამისა, 3H ზედაპირის სიმტკიცე უზრუნველყოფს განსაკუთრებულ გამძლეობას – ეკრანი დაცულია ნაკაწრებისა და ცვეთისგან, ამიტომ, ფასმაჩვენებელი რეგულარული გამოყენების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს თავის მდგომარეობას.
ფასმაჩვენებელი გაძლევთ შესაძლებლობას შეინახოთ რვა შაბლონი, რათა მარტივად დასინქრონდეს ფასები. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ფასების სწრაფ განახლებას.
აღნიშნული ულტრათანამედროვე ელექტრონული თაროების ეტიკეტების დაინსტალირება ძალიან მარტივია და სივრცის შეზღუდვის მიუხედავად, შესაძლებელია პროდუქტის დეტალების ნათლად წარმოჩენა.
მაქსიმალური ეფექტურობა - ელემენტის ხანგრძლივი მუშაობა
Polaris Pro აღჭურვილია მაღალინტეგრირებული ჩიპის არქიტექტურით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას და მინიმალურ ენერგომოხმარებას, შესრულების ხარისხის დაკარგვის გარეშე. ინოვაციური დიზაინის წყალობით, მოწყობილობა ერთ ბატარეაზე მუშაობს 10 წლამდე, რაც ამცირებს მომსახურების ხარჯებს და ზრდის ოპერაციულ საიმედოობას.
მოწყობილობა შექმნილია სხვადასხვა გარემოში სტაბილური მუშაობისთვის – ხელმისაწვდომია როგორც ოთახის ტემპერატურის, ასევე საყინულე პირობებისთვის განკუთვნილი მოდელები, რაც Polaris Pro-ს მრავალფეროვან გამოყენებას უზრუნველყოფს რითეილში, საწყობებსა და სპეციალურ ზონებში.
Hanshow-ის წარმოების პროცესში მწვანე ენერგიის გამოყენება ასახავს კომპანიის ერთგულებას მდგრადი განვითარების მიმართ. Polaris Pro-ის სრული სიცოცხლის ციკლი ორიენტირებულია დაბალნახშირბადიან ოპერაციებზე, რაც პროდუქტს ეკომეგობრულ და მომავლის ტექნოლოგიად აქცევს.
ყველა საჭირო ზომა
აღმოაჩინეთ იდეალური ზომა თითოეული პროდუქტისათვის Hanshow Polaris Pro ESL კოლექციასთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია შვიდი ახალი ზომით. Polaris Pro ESL ხაზის ფართო არჩევანი უზრუნველყოფს ნებისმიერი პროდუქტისთვის შესაბამისი ზომის ფასმაჩვენებლებს – სხვადასხვა გამოყენებისა და სცენარისთვის.
ყველა ახალი ზომა გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას მონტაჟის მიმართულებების მიხედვით და სრულად თავსებადია Hanshow Nebular სერიის ყველა აქსესუართან. გაზარდეთ თქვენი პროდუქციის ვიზუალური ეფექტი მრავალფუნქციური და ადაპტირებადი Polaris Pro ESL კოლექციის დახმარებით.

Polaris Pro-160
ეკრანის ზომა: 1.60" ჩარჩოს ზომა: 1.67 x 1.41 x 0.39" აქტიური ეკრანის ფართობი: 1.11 x 1.08" რეზოლუცია: 200 x 200px

Polaris Pro-200
ეკრანის ზომა: 2.0" ჩარჩოს ზომა: 2.48 x 1.32 x 0.37" აქტიური ეკრანის ფართობი: 1.71 x 0.93" რეზოლუცია: 250 x 128px

Polaris Pro-230
ეკრანის ზომა: 2.3" ჩარჩოს ზომა: 2.64 x 1.34 x 0.37" აქტიური ეკრანის ფართობი: 2.01 x 0.95" რეზოლუცია: 250 x 122px

Polaris Pro-230F
ეკრანის ზომა: 2.3" ჩარჩოს ზომა: 2.64 x 1.34 x 0.37" აქტიური ეკრანის ფართობი: 2.01 x 0.95" რეზოლუცია: 250 x 122px

Polaris Pro-260
ეკრანის ზომა: 2.6" ჩარჩოს ზომა: 2.84 x 1.50 x 0.37" აქტიური ეკრანის ფართობი: 2.21 x 1.11" რეზოლუცია: 296 x 152px

Polaris Pro-280
ეკრანის ზომა: 2.8" ჩარჩოს ზომა: 3.10 x 1.60 x 0.37" აქტიური ეკრანის ფართობი: 2.47 x 1.21" რეზოლუცია: 296 x 152px

Polaris Pro-280F
ეკრანის ზომა: 2.8" ჩარჩოს ზომა: 3.10 x 1.60 x 0.37" აქტიური ეკრანის ფართობი: 2.47 x 1.21" რეზოლუცია: 296 x 152px

Polaris Pro-310
ეკრანის ზომა: 3.1" ჩარჩოს ზომა: 2.84 x 2.53 x 0.38" აქტიური ეკრანის ფართობი: 2.22 x 2.10" რეზოლუცია: 300 x 300px

Polaris Pro-420
ეკრანის ზომა: 4.2" ჩარჩოს ზომა: 3.95 x 3.47 x 0.42" აქტიური ეკრანის ფართობი: 3.34 x 2.51" რეზოლუცია: 400 x 300px

Polaris Pro-590
ეკრანის ზომა: 5.9" ჩარჩოს ზომა: 6.54 x 2.59 x 0.46" აქტიური ეკრანის ფართობი: 5.48 x 1.88" რეზოლუცია: 792 x 272px

Polaris Pro-750
ეკრანის ზომა: 7.5” ჩარჩოს ზომა: 7.02 x 4.95 x 0.42" აქტიური ეკრანის ფართობი: 6.43 x 3.86" რეზოლუცია: 800 x 480px

Polaris Pro-970
ეკრანის ზომა: 9.7” ჩარჩოს ზომა: 6.77 x 9.16 x 0.52" აქტიური ეკრანის ფართობი: 5.56 x 7.94" რეზოლუცია: 960 x 672px
გაიგეთ მეტი ელექტრონული თაროს ეტიკეტების შესახებ
შეისწავლეთ ქვემოთ მოცემული გზამკვლევები და რესურსები, რათა აღმოაჩინოთ, როგორ შეუძლია თქვენს ბიზნესს გამოიყენოს ელექტრონული თაროს ეტიკეტები (ESL) და რა სარგებელს იძლევა ეს ტექნოლოგია.
რა არის ელექტრონული თაროს ეტიკეტები და როგორ მუშაობენ ისინი?
ელექტრონულ თაროს ეტიკეტებს შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ საცალო გარემოში მომხმარებლის გამოცდილება. ამ გზამკვლევში შეიტყობთ ყველაფერს, რაც მათ შესახებ უნდა იცოდეთ.