„მობილური იუსტიციის სახლი“ – სამარშრუტო 6  მანქანის ტექნიკით აღჭურვა

 

 

„მობილური იუსტიციის სახლი“ – სამარშრუტო 6  მანქანის ტექნიკით აღჭურვა

კომპანია „აითი თექ“-მა წარმატებით განახორციელა „მობილური იუსტიციის სახლის“ სამარშრუტო მანქანების სრულად ტექნიკით აღჭურვა, რაც პროექტის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდებას იმ სოფლებისთვის, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და დღეისათვის მოიცავს კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს.

„აითი თექი“ კვლავაც აგრძელებს მაღალი ხარისხის IT გადაწყვეტილებების მიწოდებას, რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციური პროექტების წარმატებულ განხორციელებას და ტექნოლოგიური განვითარებას.

https://justice.gov.ge/?m=articles&id=dV6FVGglA5