კიბერ უსაფრთხოება
კიბერუსაფრთხოების დანერგვის საწყის ეტაპზე ხდება კომპანიაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება და ტესტირება რაც გულისხმობს:
რისკებსა და საფრთხეების გამოვლენა – ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებისა და ტექნიკური სისუსტეების იდენტიფიცირება, რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის ბიზნეს პროცესებზე.
რისკების მართვა – ბიზნეს პროცესთან შესაბამისი პოლიტიკებითა და ტექნიკური კონტროლის მექანიზმების დანერგვით რისკების პრევენცია ორგანიზაციაში.
უწყვეტობის შენარჩუნება – კიბერინციდენტის დადგომის შემთხვევაში კომპანიას აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს ბიზნესის უწყვეტობა და მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო დანაკარგი.
ჩვენი სერვისები:
1. საინფორმაციო უსაფრთხოების ანალიზი – ჩვენ ვაფასებთ თქვენს ქსელსა და სისტემებს პოტენციური რისკების აღმოჩენის მიზნით.
2. ციფრული საფრთხეების პრევენცია და მონიტორინგი – ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, რათა მუდმივად ვაკონტროლოთ და ავირიდოთ შეტევები.
3. უსაფრთხოების პოლიტიკის და პროტოკოლების შექმნა – ვავითარებთ ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებულ წესებს, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი მონაცემები.
4. ჩარევა და რეაგირება კიბერშეტევებზე – პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირება და აღდგენის პროცესის მართვა თქვენს ბიზნესზე მინიმალური ზეგავლენით.
5. ანონიმურობა და მონაცემთა დაშიფვრა – თქვენს მონაცემებს ვაწვდით უმაღლეს დაცვის დონეს უსაფრთხო დაშიფვრის ტექნოლოგიებით.
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
• გვაქვს 15 წლიანი გამოცდილება და წარმატებული პროექტები სხვადასხვა ინდუსტრიაში;
• გვყავს პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუდმივად ვითარდება და ეცნობა ახალ ტენდენციებს კიბერუსაფრთხოების სფეროში;
• გვაქვს ინდივიდუალური მიდგომები თითოეული კომპანიისთვის
დაიცავით თქვენი ბიზნესი და გაუმკლავდით კიბერმუქარებს ჩვენთან ერთად!