პრინტინგი კომპანიებში: დამფუძნებლებისთვის უხილავი პრობლემა, რომელიც დიდ ხარჯად იქცევა

კომპანიების უმეტესობისთვის, პრინტერებიუბრალოდ საოფისე ტექნიკას წარმოადგენს. თუმცა პრაქტიკაში, პრინტინგი ყოველდღიურად ახდენს გავლენას ხარჯებზე, პროდუქტიულობასა და უსაფრთხოებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში არ კონტროლდება მენეჯმენტის მიერ.

დირექტორებისა და კომპანიის დამფუძნებლებისთვის მთავარი გამოწვევა ის არის, რომ პრობლემა „ჩუმად“ ვითარდება – იქამდე, სანამ რეალურ ზიანს არ გამოიწვევს.

ქვევით, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, განვიხილავთ პრინტინგის პრობლემებს:

1️არაკონტროლირებადი ხარჯები

გაფანტული პრინტერები, სხვადასხვა ტონერი და მომსახურება არ იძლევა საერთო სურათს, რამდენია პრინტერების ყოველთვიური ხარჯი. მაგ. კომპანიას აქვს 6 პრინტერი სხვადასხვა დეპარტამენტში. ბიუჯეტი ნაწილდება რამდენიმე ხარჯზე და თვეში 20–30%-ით მეტი იხარჯება, ვიდრე საჭირო იყო.

2️დაბალი პროდუქტიულობა

ძველი ან დაბალი წარმადობის პრინტერები ხშირად ფუჭდება, ნელა მუშაობს და აფერხებს თანამშრომლებს. მაგ. ფინანსურ დეპარტამენტში თანამშრომლები დღეში საშუალოდ 15–20 წუთს კარგავენ პრინტერის ლოდინის პროცესში, რაც თვეში საათებად გარდაიქმნება.

3️უსაფრთხოების რისკები

დოკუმენტები იბეჭდება ღია პრინტერებზე, ავტორიზაციის გარეშე. ზოგჯერ ეს დოკუმენტები – ხელშეკრულება ან ფინანსური ანგარიში რჩება პრინტერზე, რაც ზრდის უცხო ან არასწორი პირის ხელში მოხვედრის რისკს.

4️მასშტაბირების სირთულე

ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება პრინტერების რაოდენობაც, რისი სტანდარტი და კონტროლი არ არსებობს. მაგ. ახალი ფილიალის გახსნისას კომპანია ისევ ყიდულობს ცალკე პრინტერს თითო განყოფილებისთვის, რაც ზრდის ქაოსს და ხარჯებს.

დირექტორებისა და დამფუძნებლებისთვის, პრინტინგის ხარჯებისა და პრობლემების თავის ასარიდებლად, გამოსავალს წარმოადგენს მულტიფუნქციური პრინტერები

თანამედროვე მულტიფუნქციური პრინტერები არ არის უბრალოდ ტექნიკა – ეს არის პრინტინგის მართვის სისტემა.

რა ბენეფიტები აქვს მულტიფუნქციურ პრინტერებს?

✔️ შეგიძლიათ ხარჯების სრული კონტროლი და ბეჭდვის ზუსტი სტატისტიკის ამოღება.

✔️ ზრდით პროდუქტიულობას:

  • მაღალი სიჩქარე და საიმედოობა
  • სკანირება, კოპირება და ბეჭდვა ერთ მოწყობილობაში
  • ნაკლები შეფერხება სამუშაო პროცესში

✔️ უსაფრთხოება მენეჯმენტის დონეზე

  • ავტორიზებული ბეჭდვა (ბარათი / PIN)
  • კონფიდენციალური დოკუმენტების დაცვა
  • შესაბამისობა რეგულაციებთან

✔️ მარტივი მასშტაბირება

  • ერთიანი სტანდარტი ყველა ოფისში
  • ცენტრალიზებული მართვა
  • პროგნოზირებადი ხარჯები, კომპანიის ზრდის პარალელურად

რატომ უნდა აირჩიოთ IT Tech?

IT Tech გთავაზობთ არა უბრალოდ პრინტერებს, არამედ პრინტინგის სრულ ბიზნეს-გადაწყვეტას – ანალიზი, სწორი მოდელის შერჩევა, დანერგვა და მუდმივი მხარდაჭერა.

👉 შედეგი დირექტორისა და დამფუძნებლისთვის მარტივია: პრინტინგი აღარ არის პრობლემა – ის ხდება კონტროლირებადი და ეფექტიანი პროცესი.

📩 დაგვიკავშირდით და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ამცირებს ხარჯებს, ზრდის ეფექტიანობას და იცავს თქვენს ბიზნესს.