IT Tech -მა წარმატებით განახორციელა პროექტი საქართველოს ბიზნესის აკადემიასთან (SBA) თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც აკადემიის ახალი ფილიალი სრულად აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული კომპონენტებითა და პერიფერიული მოწყობილობებით.
პროექტის ფარგლებში მიწოდებულ იქნა სანდო და საერთაშორისო ბრენდების ტექნიკა, მათ შორის: Dell, TCL, Grandstream და nJoy. შერჩეული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას, სტაბილურ მუშაობასა და ყოველდღიური საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელ საიმედოობას – როგორც სასწავლო აუდიტორიებში, ისე ადმინისტრაციულ სივრცეებში.
განხორციელებული აღჭურვა სრულად პასუხობს თანამედროვე სასწავლო გარემოს მოთხოვნებს და ქმნის ტექნოლოგიურად გამართულ სივრცეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ახალი ფილიალის ინფრასტრუქტურა გათვლილია ეფექტურ სწავლებაზე, კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და გრძელვადიან ექსპლუატაციაზე.
IT Tech აგრძელებს საგანმანათლებლო სექტორის მხარდაჭერას თანამედროვე IT გადაწყვეტილებებით და აქტიურად მონაწილეობს ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს განათლების ხარისხის ზრდასა და ორგანიზაციების ტექნოლოგიურ განვითარებას.