ჯანდაცვა და IT რეგულაციები საქართველოში: რა უნდა იცოდეს ყველა კლინიკამ და სამედიცინო ბიზნესმა?

ჯანდაცვა და IT რეგულაციები საქართველოში: რა უნდა იცოდეს ყველა კლინიკამ და სამედიცინო ბიზნესმა?

დღეს ჯანდაცვის სფეროში IT ტექნოლოგიები აღარ არის უბრალოდ ბენეფიტი – ის არის კანონი, პასუხისმგებლობა და ნდობა.

საქართველოში მოქმედებს რეგულაციები, რომლებშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, როგორ დამუშავდეს, შეინახოს და დაცული იყოს პაციენტის მონაცემები. ნებისმიერი კლინიკა, ლაბორატორია ან სამედიცინო ცენტრი, რომელიც იყენებს IT სისტემებს (HIS, EMR, CRM, Cloud), ვალდებულია დაიცვას კონკრეტული მოთხოვნები.

რას ითხოვს კანონი?

  • პაციენტის პერსონალური და სამედიცინო მონაცემები მკაცრად უნდა იყოს დაცული
  • საჭიროა მკაფიო წესები – ვის, როდის და რა მიზნით აქვს წვდომა მონაცემებზე
  • აუცილებელია ტექნიკური დაცვა: ქსელი, სერვერები, წვდომები, ლოგირება
  • მონაცემთა გაჟონვის ან ინციდენტის შემთხვევაში – პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის მენეჯმენტს

ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში IT ინფრასტრუქტურა ვითარდება, მაგრამ უსაფრთხოების პოლიტიკა და რეგულაციებთან შესაბამისობა ხშირად უგულებელყოფილია, რის შედეგადაც კომპანია დგება სამართლებრივი რისკების წინაშე, იღებს ჯარიმებს, კარგავს რეპუტაციასა და  პაციენტების ნდობას.

იმისათვის, რომ ეს ყოველივე სამედიცინო დაწესებულებებმა თავიდან აიცილონ, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი უნდა მოაგვარონ:

  • უზრუნველყონ უსაფრთხო და საიმედო IT ინფრასტრუქტურა

კლინიკური აპლიკაციები, ელექტრონული ჯანმრთელობის ჩანაწერები და ლაბორატორიული მონაცემები – გამართულად მუშაობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი IT ინფრასტრუქტურა სწრაფი, სტაბილური და დაცულია.

  • მონაცემთა უსაფრთხოება და რეგულაციების დაცვა

პაციენტის პერსონალური ინფორმაცია მოითხოვს უმაღლეს დონეზე, კანონმდებლობის შეასაბამისი სტანდარტებით დაცვას, რაც განსაზღვრავს, ვის და როგორ აქვს წვდომა ინფორმაციაზე.

კიბერუსაფრთხოების დანერგვა უზრუნველყოფს კიბერ შეტევების და მონაცემთა გაჟონვის რისკს.

  • Cloud და დისტანციური სერვისები

ჯანდაცვის სფეროს Cloud ინფრასტრუქტურა – აუმჯობესებს სისტემების ხელმისაწვდომობას და მოქნილობას. ამარტივებს მონაცემთა სარეზერვო შენახვას, განახლებებსა და უსაფრთხოების მოდულების მართვას. ქმნის დისტანციური მომსახურების შესაძლებლობას – არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება კლინიკა ან პაციენტი.

  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა

კლინიკური აპლიკაციები, სისტემები, ან ლაბორატორიული პროგრამები უნდა ფუნქციონირებდნენ უწყვეტად, რათა სამედიცინო სფეროს პროფესიონალები არ შეფერხდნენ ტექნიკური პრობლემების გამო.

პრევენციული მონიტორინგი – სისტემის მდგომარეობის მუდმივი მეთვალყურეობა, რისკებს წინასწარ გვამცნობს. 24/7 მხარდაჭერა და პრობლემის სწრაფი მოგვარება კი, ხელს უწყობს უწყვეტ ოპერირებას და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების ეფექტურობას.

თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი კლინიკის IT ინფრასტრუქტურა საქართველოში მოქმედ რეგულაციებს – დაგვიკავშირდით.

ჩვენ ვეხმარებით ჯანდაცვის ორგანიზაციებს:

✔️ IT სისტემების აუდიტში

✔️ უსაფრთხო და რეგულაციებთან შესაბამის ინფრასტრუქტურაში

 

📧 info@ittech.ge | ☎ +995 32 204 10 20 🌐 www.itt.ge