IT Tech, რითეილ სექტორს სთავაზობს ელექტრონული ფასმაჩვენებლების დანერგვას.
ESL უზრუნველყოფს ფასების ავტომატურ განახლებას, ცენტრალიზებულ IoT მართვასა და მაღალ ეფექტურობას საცალო ქსელებისთვის, იქნება ეს სუპერმარკეტები, ტექნიკის მაღაზიები თუ სააფთიაქო ქსელები.
სისტემა საშუალებას აძლევს ბიზნესებს გააუმჯობესონ ოპერაციული პროცესები, შეამცირონ ხარჯები და განახორციელონ ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ციფრული ტრანსფორმაცია.
ძირითადი უპირატესობები:
- ფასების ავტომატური განახლება წამებში
- ცენტრალიზებული მართვა და ანალიტიკა Cloud პლატფორმიდან
- მარაგების მონიტორინგი AI კამერებისა და სენსორების მეშვეობით
- მომხმარებლის ქცევის ანალიზი და ბიზნესის ინტელექტი
- ეკოლოგიური პასუხისმგებლობა – ქაღალდზე უარის თქმის გადაწყვეტილება
IT Tech გახდა Hanshow-ის, მსოფლიოში წამყვანი ელექტრონული ფასმაჩვენებლების (Electronic Shelf Labels – ESL) და ჭკვიანი საცალო გადაწყვეტილებების (Smart Retail Solutions) მწარმოებლის, ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
Hanshow-ის ტექნოლოგიები უკვე დანერგილია 60-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება ისეთ გლობალურ ქსელებში, როგორებიცაა Carrefour, Metro, Auchan, Walmart, Decathlon და სხვა.
IT Tech გთავაზობთ Hanshow-ის სრული ეკოსისტემის ინტეგრაციას -პროექტირების, მიწოდების, მონტაჟისა და ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით.