სასტუმროს IT გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფექტურს ხდის სამუშაო პროცესებს.

სასტუმრო ინდუსტრია აღარ ეყრდნობა მხოლოდ სტუმართმოყვარეობას – დღეს ტექნოლოგია განსაზღვრავს სტუმრის შთაბეჭდილებას.

Horeca ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია კომპლექსური IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები, რომლებიც აერთიანებს უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას ერთ მთლიან ეკოსისტემაში.

როგორ მოქმედებს გამართული IT ინფრასტრუქტურა სტუმრის კმაყოფილებაზე, საბოლოოდ კი სასტუმროს წარმატებაზე?

გამართული IT ინფრასტრუქტურა სტუმრის კმაყოფილებაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს:

  1. სწრაფი და სტაბილური ინტერნეტი

სტუმრების უმრავლესობა, პირველ რიგში ამოწმებს Wi-Fi-ის ხარისხს. სტაბილური ქსელი და მაღალი სიჩქარე, ბიზნეს და ტურისტული მიზნებისთვის მოგზაურ მომხმარებლებს, უქმნის დიდ კომფორტს, ხოლო ქსელის შეფერხება ან დაბალი სიჩქარე პირდაპირ ამცირებს კმაყოფილებას.

  1. უსაფრთხოება და ნდობა

თანამედროვე Firewall სისტემებით დაცული ქსელი იცავს სტუმრის მონაცემებს -ონლაინ გადახდებს, პერსონალურ ინფორმაციას და მოწყობილობებს. უსაფრთხო კავშირი ზრდის ნდობას ბრენდისადმი, ამცირებს ფიშინგისა და კიბერშეტევების რისკს.

  1. ეფექტური შიდა ოპერაციები

გამართული ქსელი და სერვერები აჩქარებს შიდა პროცესებს – ბუკინგის სისტემებიდან ვიდეომეთვალყურეობამდე. სწრაფი რეაგირება მომხმარებელზე (მაგ. სწრაფი Check-in ან ტექნიკური დახმარება) ქმნის სერვისის ხარისხის მაღალ დონეს.

  1. სტუმრის ქცევის ანალიტიკა

ციფრული ინფრასტრუქტურა სასტუმროს საშუალებას აძლევს დააკვირდეს სტუმრის ჩვევებს, შეაფასოს Wi-Fi ან აპლიკაციის გამოყენება და პერსონალურად შესთავაზოს სერვისები (მაგ. სპეციალური შეთავაზებები)

რას გთავაზობთ IT Tech?

  • უსაფრთხო და სტაბილურ  ქსელს – Fortinet, Cisco, HP, Juniper-სა და Palo Alto -ს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა (Wi-Fi 6, Firewall, VLAN სეგმენტაცია, Guest Portal).
  • GPON + Smart Billing გადაწყვეტილებებს – თანამედროვე ქსელურ და ფინანსურ ინფრასტრუქტურას. მათი კომბინაცია განსაკუთრებულად ეფექტურია სასტუმროებისათვის, სადაც საჭიროა მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, მარტივი ქსელის ადმინისტრირება და ავტომატიზებული ბილინგის სისტემა. ეს გადაწყვეტილება გარდაქმნის თქვენს სასტუმროს თანამედროვე „Smart Hotel“-ად, სადაც ტექნოლოგია ქმნის კომფორტს, ეფექტურობას და სასტუმროსთვის დამატებით შემოსავალს.
  • სტუმრის გამოცდილების პლატფორმას – ავტომატური Check-in / Check-out, ციფრული გასაღებები, მობილური აპლიკაცია სტუმრებისთვის.
  • მონაცემთა უსაფრთხოებასა და მონიტორინგს – ქსელის მონიტორინგი და XDR უსაფრთხოების პლატფორმა 24/7.
  • ღრუბლოვან და ცენტრალიზებულ მართვას – ცენტრალური მართვა ყველა ლოკაციისთვის ერთი პანელიდან.

 შედეგად იღებთ:

დაცულ, სწრაფ და ინტელექტუალურად მართულ IT ინფრასტრუქტურას, რაც სტუმარს უქმნის მარტივ, კომფორტულ და თანამედროვე გამოცდილებას – ეს კი პირდაპირ აისახება სასტუმროს რეიტინგზე, მიმოხილვებსა და განმეორებით ჯავშნებზე.

რატომ უნდა აირჩიო IT Tech?

ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება წამყვან გლობალურ ბრენდებთან (Fortinet, Cisco, Canon, Lenovo, HP, ASUS, Dell, Juniper, Supermicro, Palo Alto და სხვა) პარტნიორობით. ვქმნით ინფრასტრუქტურას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო, სწრაფ და თანამედროვე IT გარემოს სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდი და ერთად გავაძლიეროთ ბიზნესის IT ინფრასტრუქტურა.

📧 info@ittech.ge | ☎ +995 32 204 10 20 🌐 www.itt.ge