რას ხედავს AI ისეთს, რასაც ვერ ამჩნევს ადამიანი?

დღეს, როდესაც კიბერთავდასხმები უფრო ჭკვიანდება, მხოლოდ ადამიანის მხედველობა  აღარ არის საკმარისი, რაც ბიზნესებს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. თუმცა სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამ საფრთხეებთან ბრძოლა, სწორედ ადამიანების მიერ შექმნილი ინტელექტით არის შესაძლებელი.

დროა კომპანიები გადავიდნენ ინტელექტუალურ უსაფრთხოებაზე – სადაც გადაწყვეტილებებს იღებს ხელოვნური ინტელექტი.

რა არის ინტელექტუალური გადაწყვეტილება XDR და რატომ გახდა აუცილებელი?

XDR (Extended Detection and Response) – ეს არის უსაფრთხოების ახალი თაობა, რომელიც აერთიანებს ქსელის, endpoint-ის, email-ის, cloud-ისა და აპლიკაციების მონაცემებს ერთიან ინტელექტუალურ სისტემაში. თუ ადრე უსაფრთხოების ანალიტიკოსს დღის განმავლობაში უნდა გადაეხედა ათასობით გაფრთხილებისთვის და უცხო სიგნალისთვის, ახლა AI თავად არჩევს მნიშვნელოვანს და რეაგირებს წამებში.

მარტივად რომ ავხსნათ:

წარმოიდგინეთ კომპანია, სადაც ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი უკავშირდება ქსელს. ერთ დღეს ერთ-ერთი თანამშრომლის კომპიუტერი იწყებს უცნაურ აქტივობას – აგზავნის მონაცემებს უცხო IP-ზე ღამის 3 საათზე. ადამიანის თვალს ეს შეიძლება გამორჩეს, თუმცა AI-ს არ გამოეპარება.

XDR სისტემა (მაგალითად, FortiXDR ან Cisco XDR) ამჩნევს ანომალიას, ადარებს მოდელებს წინა ქცევებთან, ამოიცნობს მავნე ნიმუშს და ავტომატურად ბლოკავს ტრაფიკს – სანამ მონაცემთა გაჟონვა მოხდება.

შედეგად:

  • საფრთხე აღმოიფხვრება 10 წამში;
  • SOC გუნდს აღარ დასჭირდებათ ღამის მორიგეობა და უფრო მეტად ფოკუსირდებიან სტრატეგიულ ამოცანებზე;
  • კომპანიის რეპუტაცია და მონაცემები იქნება უსაფრთხოდ;
  • ფინანსური დანაკარგი თავდასხმებისგან ნულამდე შემცირდება.

რატომ უნდა გამოიყენოს ბიზნესმა AI-ზე დაფუძნებული XDR

  • ღრმა ხილვადობა – ერთი პანელიდან ხედავ მთელ ქსელს, მოწყობილობებსა და აქტივობებს;
  • ავტომატური რეაგირება – თავდასხმაზე პასუხს იგებთ წამებში;
  • ინტელექტუალური სწავლა – სისტემა დროთა განმავლობაში უკეთ სწავლობს შენი ქსელის ნორმალურ ქცევას;
  • ინტეგრაცია ყველა სახის ფაირვოლთან (მაგ. Fortinet, Cisco და Palo Alto ეკოსისტემებთან) – უსაფრთხოებისა და ქსელის მართვის ერთიან სტრატეგიაში.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ AI აღარ არის მხოლოდ თეორია – ის ყოველდღიურად იცავს ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

და მაინც, რომელი სფეროს კომპანიებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი AI -ზე დაფუძნებული XDR გადაწყვეტილების ინტეგრაცია? – კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც დამოკიდებულია მუდმივ კიბერინფრასტრუქტურაზე და მონაცემთა უსაფრთხოებაზე:

ფინანსური და საბანკო სექტორი

  • მაღალი რაოდენობის ტრანზაქციები და მომხმარებლის პირადი მონაცემები;
  • საჭიროა რეალურ დროში ალერტების ანალიზი და შეტევების პრევენცია;
  • XDR უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას ფიშინგზე, რენსომვერზე და შიდა საფრთხეებზე.

ჯანდაცვა

  • პაციენტების პირადი და სამედიცინო მონაცემები მაღალი ღირებულების სამიზნეა;
  • XDR იცავს IoT და ქსელურ მოწყობილობებს (მაგალითად, სამედიცინო სენსორებსა და ტერმინალებს).

სახელმწიფო და საჯარო სექტორი

  • უცხოური კიბერშეტევების მუდმივი სამიზნე;
  • XDR ეხმარება ეროვნულ უსაფრთხოების სტრუქტურებს ცენტრალიზებულ მონიტორინგსა და ანომალიების ადრეულ გამოვლენაში.

სასტუმროები და ჰოსპიტალითი

  • სტუმრების პირადი ინფორმაცია, კარტის დეტალები, ინტერნეტ-ქცევის მონაცემები;
  • XDR იცავს PMS, GPON, Wi-Fi, და სმარტ ოთახის სისტემებს ერთიან ეკოსისტემაში.

მრეწველობა და ენერგეტიკა

  • ოპერაციული ტექნოლოგიების (OT/SCADA) დაცვა;
  • XDR ამცირებს downtime-ს და აღრიცხავს კიბერინციდენტებს ოპერაციულ დონეზე.

საცალო და ელექტრონული კომერცია

  • მომხმარებლის მონაცემები, ბარათების ტრანზაქციები, ონლაინ მაღაზიები;
  • AI-ზე დაფუძნებული XDR ბლოკავს ბოტებს, მოტყუების მცდელობებსა და DDoS შეტევებს.

ტექნოლოგიური და SaaS კომპანიები

  • მრავალპლატფორმიანი ინფრასტრუქტურა (cloud, endpoints, APIs);
  • XDR აერთიანებს Endpoint, Network, Email, Identity და Cloud telemetry-ს ერთიან სისტემაში.

იმედია საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ, რადგან წინასწარ მიღებული ზომები, ყოველთვის დაიცავს თქვენს კომპანიას საფრთხეებისგან.

თუ გსურთ, რომ თქვენი ქსელი რეაგირებდეს საფრთხის მოახლოვებამდე, IT Tech-ის გუნდი დაგეხმარებათ AI-ზე დაფუძნებული XDR გადაწყვეტილების დანერგვაში.

დაგვიკავშირდით: 📧 info@ittech.ge | ☎ +995 32 204 10 20 🌐 www.itt.ge