IT Tech-მა წარმატებით განახორციელა პროექტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა უნივერსიტეტის ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება და მოძველებული სამეთვალყურეო კამერების თანამედროვე სისტემებით ჩანაცვლება.
პროექტის ფარგლებში დაინერგა სანდო და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტები წამყვანი ბრენდების გამოყენებით, მათ შორის: Aruba, ViewSonic, Hikvision და HP. განახლებული ქსელური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს სტაბილურ, მაღალსიჩქარიან და უსაფრთხო კავშირს სასწავლო აუდიტორიებში, ადმინისტრაციულ სივრცეებსა და საერთო გამოყენების ზონებში.
სამეთვალყურეო კამერების ახალი სისტემა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს სივრცეების ეფექტურ მონიტორინგს და ხელს უწყობს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის დაცულ გარემოში მუშაობას.
განხორციელებული პროექტი სრულად პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებების ტექნოლოგიურ მოთხოვნებს და გათვლილია გრძელვადიან ექსპლუატაციაზე, მასშტაბირებადობასა და მომავალ განვითარებაზე.
IT Tech აგრძელებს უმაღლესი განათლების სექტორის მხარდაჭერას თანამედროვე ქსელური და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებით, რომლებიც ქმნის საიმედო, დაცულ და ეფექტურ სასწავლო გარემოს.