IT Tech-მა წარმატებით განახორციელა მასშტაბური პროექტი და სრულად აღჭურვა სს ვიანი-ის რეგიონებში არსებული 6 ტრენინგ ცენტრი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრენინგ სივრცეების სრული ტექნიკური მოწყობა, რომელიც მოიცავდა სანდო და საერთაშორისო ბრენდების ტექნიკის მიწოდებას, მათ შორის: 2E, Colorview, Ugreen, Lenovo, Vivitek და Epson. მიწოდებული გადაწყვეტილებები შერჩეულია სასწავლო პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით და უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს, სტაბილურ მუშაობასა და ეფექტურ ვიზუალურ კომუნიკაციას.
დანერგილი ტექნოლოგიური გარემო სრულად პასუხობს თანამედროვე ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების მოთხოვნებს – როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებისთვის. განხორციელებული პროექტი ხელს უწყობს რეგიონებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მონაწილეთა ჩართულობის ზრდასა და ტრენინგ პროცესის ტექნოლოგიურ განვითარებას.
IT Tech აგრძელებს საგანმანათლებლო და კორპორატიული სექტორების მხარდაჭერას თანამედროვე IT გადაწყვეტილებებით, რომლებიც მორგებულია როგორც მიმდინარე საჭიროებებზე, ისე გრძელვადიან განვითარებაზე.