IT Tech-მა წარმატებით განახორციელა თანამშრომლობა კომპანიასთან მეტრო სერვის ჯორჯია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციას გადაეცა თანამედროვე უწყვეტი კვების წყაროები (UPS) და მეხსიერების ბარათები.
მიწოდებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს კრიტიკული IT ინფრასტრუქტურის სტაბილურ და უწყვეტ მუშაობას ელექტროენერგიის გათიშვისა და ძაბვის რყევების პირობებშიც. უწყვეტი კვების წყაროები მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკური დაზიანებებისა და მონაცემთა დაკარგვის რისკს, ხოლო მეხსიერების ბარათები ხელს უწყობს სისტემების საიმედოობასა და მონაცემების უსაფრთხო შენახვას.
პროექტის მიზანი იყო მეტრო სერვის ჯორჯიას ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება, ტექნიკური რისკების მინიმიზაცია და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა. IT Tech აგრძელებს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობას და სთავაზობს მათ თანამედროვე, სანდო და პრაქტიკულ IT გადაწყვეტილებებს.