საქართველოში პირველი ბიზნეს IT პორტალი ამოქმედდა – IT Hub – ახალი ეტაპი IT შესყიდვებში საქართველოს ბიზნესებისთვის

საქართველოში ბიზნეს IT შესყიდვების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. ამოქმედდა IT Hub – პირველი ბიზნეს IT პორტალი ქვეყანაში, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურისა და კომპიუტერული ტექნიკის შერჩევისა და შეძენის გამარტივებულ, ციფრულ გარემოს.

პორტალის მიზანია ბიზნესებისთვის IT შესყიდვების პროცესის გამარტივება -სწორი პროდუქტის მოძიებიდან კორპორატიული ფასის მიღებამდე.

 

 

პასუხი ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე

თანამედროვე ორგანიზაციებისთვის ტექნოლოგია უკვე არა მხოლოდ მხარდაჭერის, არამედ განვითარების ძირითადი ინსტრუმენტია. მიუხედავად ამისა, IT შესყიდვები ხშირად რჩება რთულ და დროში გაწელილ პროცესად, რომელიც მოითხოვს მრავალ კომუნიკაციას, ფასების დაზუსტებასა და ტექნიკურ კონსულტაციას.

IT Hub სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა. პორტალი აერთიანებს:

  • IT ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის ფართო კატალოგს
  • კორპორატიული ფასის მოთხოვნის ფუნქციას
  • ბიზნესზე მორგებულ B2B შესყიდვის მოდელს
  • სწრაფ და გამჭვირვალე გადაწყვეტილების პროცესს

გამორჩეული ფუნქციაა კორპორატიული ფასის მოთხოვნის ღილაკი, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, 2 ან მეტი ერთეულის შეძენისას მიიღონ ინდივიდუალური ფასი და პირობები.

წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები ერთ სივრცეში

პორტალზე წარმოდგენილია საერთაშორისო IT ბაზრის ლიდერი მწარმოებლების გადაწყვეტილებები და პროდუქტები, მათ შორის:

  • Cisco
  • Fortinet
  • Palo Alto Networks
  • Cambium
  • Dell
  • Lenovo
  • HP
  • Asus
  • Microsoft
  • Acer
  • და სხვა.

კატალოგი მოიცავს სერვერებს, ფაიერვოლებს, სვიჩებს, კომპიუტერულ ტექნიკას, პრინტერებსა და სხვა კრიტიკულ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ორგანიზაციების უსაფრთხოებისა და ოპერაციული ეფექტიანობისთვის.

ძლიერი ინტეგრატორის გამოცდილება

IT Hub შექმნილია ინტეგრატორი კომპანიის – IT Tech -ის მიერ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ქსელური ინფრასტრუქტურის, სერვერული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

პორტალის კონცეფცია დაფუძნებულია რეალურ პროექტებსა და კლიენტებთან მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკაზე, სადაც გამოიკვეთა IT შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაციის საჭიროება.

ხედვა: გამარტივებული წვდომა ტექნოლოგიებზე

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესებისთვის ტექნოლოგიებზე წვდომის გამარტივება და ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება. პლატფორმა ხელს უწყობს:

  • IT ბიუჯეტების უკეთ დაგეგმვას
  • შესყიდვების პროცესის დაჩქარებას
  • ინოვაციების სწრაფ დანერგვას
  • ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ზრდას

B2B ტექნოლოგიური პლატფორმები უკვე სტანდარტად იქცა განვითარებულ ბაზრებზე და მათი დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გასაძლიერებლად.