შესყიდვების კოორდინატორი

შ.პ.ს “აითი თექ” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.

კომპანია გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი – 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება – 1200-1500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ).

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მართვა;
** შესყიდვების მენეჯერის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა;
** შეკვეთების ფორმირება და CRM სისტემაში ასახვა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების შეთავაზებების მიღება;
** ფასების შედარება და მონაცემების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office და ERP/CRM სისტემების ცოდნა (სასურველია);
** ორგანიზებულობა და მოლაპარაკების უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია IT Tech-მა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.