როცა UPS არ გიცავთ: რა ზიანი შეიძლება მიიღოთ?

დენი გაითიშა. სერვერი ჩავარდა. მონაცემები დაიკარგა. და სწორედ მაშინ ირკვევა, რომ UPS რამდენიმე წლისაა, მოძველებულია და დღევანდელი ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ბევრი კომპანია UPS-ს მხოლოდ მაშინ იხსენებს, როცა უკვე გვიანია.

დღეს განვიხილავთ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს კომპანიას – გაუმართავმა UPS-მა:

  • მონაცემთა დაკარგვა – დაუმთავრებელი ტრანზაქცია, დაზიანებული ბაზა, წაშლილი ფაილები. ფინანსური და ERP სისტემებისთვის ეს შეიძლება საათობრივი ან დღიური სამუშაოს გაქრობას ნიშნავდეს.
  • ტექნიკის დაზიანება – ძაბვის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება სერვერი, მყარი დისკი, ან ქსელური მოწყობილობა მყისიერად გაანადგუროს. ჩანაცვლება კი ყოველთვის ძვირია.
  • Downtime – ყოველი წუთი, რაც სისტემა არ მუშაობს, ფულია. თანამშრომლები ვერ მუშაობენ, კლიენტები ვერ სარგებლობენ სერვისით, პლატფორმა მიუწვდომელია.
  • რეპუტაციული ზიანი – ერთი სერიოზული შეფერხება საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა კითხვის ნიშანი დაუსვას თქვენს სანდოობას.
  • უსაფრთხოება – თუ კამერები და წვდომის კონტროლი UPS-ზეა დაკავშირებული, მათი გათიშვა უსაფრთხოების ხარვეზს ქმნის.

პრობლემა ხშირად არა UPS-ის არარსებობაა, არამედ მოძველებული UPS-ია.

ტექნოლოგია წინ მიდის. ბიზნესი იზრდება. ინფრასტრუქტურა ძლიერდება. მაგრამ UPS ხშირად რჩება იგივე – ძველი, სუსტი და დღევანდელი დატვირთვისთვის გამოუსადეგარი. სწორედ ამ დროს ჩნდება რისკი, რომელიც თავიდან აცილებადია.

თანამედროვე UPS სისტემები გთავაზობთ არა მხოლოდ კვების სტაბილურობას, არამედ ჭკვიან მონიტორინგს, მართვის შესაძლებლობებს და თქვენს ინფრასტრუქტურაზე მორგებულ დაცვას.

IT Tech-ი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში:

თქვენი ბიზნესის მასშტაბისა და საჭიროებების მიხედვით შევარჩევთ და დავამონტაჟებთ იმ UPS სისტემას, რომელიც რეალურად დაიცავს თქვენს ინფრასტრუქტურას. თუ თქვენი UPS 3 წელზე მეტია არ განახლებულა – დროა იფიქროთ მის განახლებაზე. დაგვიკავშირდით:

📧 info@ittech.ge | 📞 +995 32 204 10 20 | 🌐 www.itt.ge