დღეს თითქმის ყველა ბიზნესი დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე – კომპიუტერებზე, ონლაინ სერვისებზე, მონაცემებზე და ინტერნეტზე. ამიტომ, როდესაც ხდება კიბერშეტევა, სისტემის გათიშვა, ან მონაცემების დაკარგვა – კომპანიის მუშაობა შეიძლება სრულად შეჩერდეს.
სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი ISMS – ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა.
რა არის ISMS?
ISMS (Information Security Management System) არის წესების, პროცესებისა და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა, რომელიც კომპანიას ეხმარება: დაიცვას ინფორმაცია; შეამციროს რისკები; სწრაფად უპასუხოს ინციდენტებს; კრიზისის დროს გააგრძელოს მუშაობა.
მარტივად რომ ვთქვათ, ISMS არის წინასწარ მომზადებული გეგმების ნაკრები, რომელებიც – კომპანიას ეხმარებიან რთულ სიტუაციებში.
ISMS ეხმარება კომპანიას სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გამკლავებაში:
- კიბერშეტევები;
- მონაცემების გაჟონვა;
- თანამშრომლის შეცდომა;
- სერვერის გათიშვა;
- ელექტროენერგიის პრობლემა;
- ონლაინ სერვისების შეფერხება.
როგორ გვეხმარება ISMS კრიზისების მართვაში?
- რისკების წინასწარი აღმოჩენა
ISMS კომპანიას ეხმარება წინასწარ განსაზღვროს: რა საფრთხეები არსებობს; რომელი სისტემებია ყველაზე კრიტიკული; რა შეიძლება დაზიანდეს. მაგალითად: ონლაინ მაღაზია ხვდება, რომ თუ გადახდის სისტემა გაითიშება, გაყიდვები შეჩერდება. ამიტომ წინასწარ ამზადებს ალტერნატიულ გადახდის მეთოდს.
- ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება
კრიზისის დროს ყველაზე დიდი პრობლემა ქაოსია. ISMS კი განსაზღვრავს: ვინ რას აკეთებს; ვის უნდა დაუკავშირდნენ; როგორ უნდა აღდგეს სისტემა. მაგალითად: კომპანიის თანამშრომელმა შემთხვევით გახსნა მავნე ფაილი. ISMS-ის მიხედვით: IT გუნდი სწრაფად თიშავს დავირუსებულ კომპიუტერს; მოწმდება სხვა სისტემები; ხდება მონაცემების აღდგენა backup-იდან; თანამშრომლებს ეგზავნებათ გაფრთხილება. შედეგად, პრობლემა დიდ მასშტაბზე აღარ ვრცელდება.
- მონაცემების დაცვა და აღდგენა
ISMS დიდ ყურადღებას აქცევს backup-ებს და მონაცემების აღდგენის გეგმას. წარმოვიდგინოთ, რომ სერვერი დაზიანდა და კომპანიამ დაკარგა მონაცემები – თუ backup არსებობს – ინფორმაცია სწრაფად აღდგება; ბიზნესი მუშაობას აგრძელებს. თუ backup არ არსებობს – შესაძლოა დაიკარგოს წლების მონაცემები.
- თანამშრომლების მზადყოფნა
ბევრი კიბერშეტევა ადამიანური შეცდომით იწყება. ამიტომ ISMS მოიცავს თანამშრომლების ტრენინგსაც. თანამშრომლები სწავლობენ: როგორ ამოიცნონ ფიშინგი; როგორ შექმნან ძლიერი პაროლები; რა არ უნდა გააზიარონ და როგორ იმოქმედონ საეჭვო სიტუაციაში.
რეალური კრიზისები, რომლებიც ბიზნესს ემუქრება და ISMS ეხმარება კომპანიას ამ კრიზისებთან გამკლავებაში:
- კიბერშეტევები;
- ransomware ვირუსები;
- მონაცემების გაჟონვა;
- თანამშრომლის შეცდომა;
- სერვერის გათიშვა;
- ელექტროენერგიის პრობლემა;
- ონლაინ სერვისების შეფერხება.
ISMS-ის დანერგვა კომპანიას აძლევს:
- ნაკლებ ფინანსურ ზარალს – პრობლემები სწრაფად გვარდება და მუშაობა დიდხანს არ ჩერდება.
- მომხმარებლის ნდობას – მომხმარებელი უფრო ენდობა კომპანიას, რომელიც მის მონაცემებს იცავს.
- სტაბილურობას – კომპანია კრიზისის დროსაც აგრძელებს ოპერირებას.
- უკეთეს რეპუტაციას – უსაფრთხო ბიზნესი უფრო პროფესიონალურად აღიქმება.
თუ გსურთ, თქვენი კომპანია იყოს უფრო დაცული, სწრაფად რეაგირებდეს კიბერინციდენტებზე და უსაფრთხოდ აგრძელებდეს მუშაობას ნებისმიერ სიტუაციაში, ISMS-ის დანერგვაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ. დაგვიკავშირდით: 📧 info@ittech.ge 📞 +995 32 204 10 20 🌐 ITT.ge