AI Smart Retail – როგორ ზრდის AI რითეილის გაყიდვებს?

რით განსხვავდება Smart Retail ტრადიციული მაღაზიისგან?

ყველა, ვინც რითეილ სფეროში ხართ დასაქმებული, დაგვეთანხმებით, რომ ტრადიციულ მაღაზიებში მარკეტინგი და ფასები იგეგმება გამოცდილებით ან კონკურენტების დაკვირვებით. Smart Retail-ში კი გადაწყვეტილებებს იღებს AI, რეალურ დროში – საჭიროების დადგომიდან 3-5 წამში.

არსებობს რიგი პრობლემები, რომლებსაც ყველა მარკეტი აწმყო დროში ვერ ამჩნევს, არადა ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის სწრაფი და ეფექტური რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქვე წარმოგიდგენთ ისეთი პრობლემების გადაწყვეტის გზებს, რომებსაც სხვადასხვა ტიპის რითეილ კომპანიები აწყდებიან?

  1. პრობლემა: სტატიკური ფასები და უბალანსო მარაგი

თქვენი მაღაზია ყოველკვირეულ აქციებს გეგმავს, მაგრამ მომხმარებლის რეალური ქცევა განსხვავებულია:

  • ზოგი პროდუქტი კლასტერად არ იყიდება
  • ფასდაკლება არასწორ დროს იწყება
  • თაროების გადალაგება ხდება „წარმოსახვით“ და არა ანალიტიკით
  • მარაგი მაღაზიის „მკვდარ ზონებში“ იყიდება ძალიან ნელა

შედეგი – ზედმეტი მარაგი, დაბალი ბრუნვა და არაეფექტური აქციები.

  1. AI გადაწყვეტა: ESL + Vision + Behavioral Analytics

AI სისტემამ გააერთიანა:

  • Hanshow ESL – ფასის ავტომატური განახლება წამებში
  • AI კამერები – თაროების მონიტორინგი და ქცევის ანალიზი
  • IoT სენსორები – პროდუქტის ხელმისაწვდომობის კონტროლი
  • POS ანალიტიკა – რეალური გაყიდვების მონაცემები

ეს მონაცემები ერთმანეთს უკავშირდება და სისტემა თვითონ გთავაზობთ:

  • სწორ დროს ფასდაკლებების დაწყებას
  • განლაგების ოპტიმალურ წესს – რომელი პროდუქტი რომელთან განთავსდეს
  • წინასწარ პროგნოზს: რა გაუფასურდება თუ აქცია არ შეიცვლება
  • „ლუდი+ჩიფსი“ ტიპის კომბინაციების/შეთავაზებების შექმნას
  1. პრობლემა: სააქციო ან უბრალოდ შეცვლილი ფასების განთავსების დაგვიანება.

იქიდან გამომდინარე, რომ სუპერმარკეტებში უამრავი პროდუქტია, ხშირად მაღაზიის თანამშრომლები ვერ ასწრებენ შეცვლილი ფასმაჩვენებლების ამოსვლას. შედეგად, მომხმარებლების მხრიდან სალაროსთან უკმაყოფილება და უხერხული მომენტები იქმნება.

  1. გადაწყვეტა: რითეილ ბიზნესში ელექტრონული ფასმაჩვენებლების დანერგვა
  • ფასების დინამიური მართვა, ავტომატიზაცია და სიზუსტე რეალურ დროში (ვრცლად იხილეთ ნიუსლეთერი)
  • შრომითი ხარჯების 60%-მდე შემცირება
  • გაყიდვების ზრდა და დამატებითი მარკეტინგული შესაძლებლობები (მაგ. აქციების და შეთავაზებების გამოსახულებები ელექტრონულ ფასმაჩვენებლებზე)
  • ინტეგრაცია AI და IoT სისტემებთან
  • ეკოლოგიური სარგებელი – ქაღალდის მოხმარების შემცირება.

Retail-ის ტრანსფორმაციის შედეგს 6 კვირაში უკვე შეამჩნევთ – გაყიდვები გაიზრდება+12%-ით მაინც.

დამატებითი სარგებელი: დაიზოგება მარკეტინგული ხარჯი, ოპერაციები, დროის 78% ფასმაჩვენებლების გამოცვლაზე.

რა როლი აქვს IT Tech-ს Smart Retail-ის ტრანსფორმაციაში?

ჩვენი კომპანია ელექტრონული ფასმაჩვენებლების გლობალური ლიდერის, Hanshow ESL-ის ოფიციალური დისტრიბუტორია და რითეილ სექტორს ეხმარება ელექტრონული ფასმაჩვენებლების უზრუნველყოფაში.

დაგვიკავშირდით: 📧 info@ittech.ge | ☎ +995 32 204 10 20 | 🌐 www.itt.ge

#smartretail #AIretail Hanshow ESL#Retail #ESL #Retailsolution #Businesstechnologies #ITtechnologies