backup – ის მნიშვნელობა კომპანიაში

რატომ არის სერვერებისა და სისტემების რეზერვირებია “Backup ი” მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის?

თანამედროვე ბიზნესის ყოველდღიურობა მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა ციფრულ ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე წვდომას. კომპანიის წარმატებული ოპერირებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, დაცულობა და აღდგენის შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეზერვირების სისტემა — სერვერებისა და სისტემების მულტიფუნქციური დაცვის მექანიზმი.

რა არის რეზერვირება?

რეზერვირება “Backup ნიშნავს მონაცემების, სისტემებისა და კონფიგურაციების ასლების შექმნასა და შენახვას უსაფრთხო გარემოში, რათა პრობლემის შემთხვევაში მოხდეს მათი სწრაფი აღდგენა. Backup – ი შეიძლება განხორციელდეს როგორც ლოკალურად (მაგ: NAS-ზე ან სერვერზე), ასევე ღრუბლოვან სერვისებზე (Cloud Backup).

რატომ არის Backup – ი აუცილებელი?

მონაცემების დაკარგვის პრევენცია

სისტემური გაუმართაობა, ჰარდის დაზიანება, ადამიანური  შეცდომები ან კიბერშეტევა — ეს ყველა ფაქტორი შეიძლება მონაცემების დაკარგვის მიზეზი გახდეს. ფაილის რეზერვირება  ამ რისკს თითქმის ნულამდე ამცირებს.

ბიზნესის უწყვეტობა (Business Continuity)

Backup ის არსებობის შემთხვევაში, სერვისები და სამუშაო გარემო მოკლე დროში აღდგება.  შეფერხება მინიმუმამდე მცირდება და კომპანია განაგრძობს მუშაობას. 

კიბერ უსაფრთხოება და Ransomware-ისგან დაცვა

დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ransomware ტიპის ვირუსები, რომლებიც დაშიფრავენ მონაცემებს და გამოსასყიდს ითხოვენ. Backup – ის არსებობით, კომპანიის მონაცემების აღდგენა ხდება გარეშე კომპრომისებისა და ზარალის გარეშე.

კანონისა და რეგულაციების დაცვა

ბევრი ინდუსტრია (მაგ. ფინანსური, სამედიცინო, იურიდიული) კანონის ძალით მოითხოვს მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნას. Backup – ის გარეშე კომპანია შესაძლოა აღმოჩნდეს სამართლებრივი პრობლემების წინაშე.

დისტანციური მუშაობის მხარდაჭერა

თანამედროვე კომპანიები ხშირად მუშაობენ სხვადასხვა ადგილებიდან. Backup – ის სისტემა უზრუნველყოფს ერთიან, სანდო წვდომას საჭირო მონაცემებზე და იცავს მათ.

რა ზარალი შეიძლება მოყვეს Backup – ის არ ქონას?

მონაცემების შეუქცევადი დაკარგვა

პროცესების, კლიენტების ან წლების განმავლობაში დაგროვებული ინფორმაციის სრულად დაკარგვა კომპანიისთვის კატასტროფის ტოლფასია.

დაუგეგმავი ფინანსური დანახარჯები

მონაცემთა აღდგენა დაზიანებული დისკებიდან, ransom-ის გადახდა, ან დროებითი სისტემების აწყობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.

კომპანიის რეპუტაციის დაზიანება

კლიენტებისა და პარტნიორების ნდობის დაკარგვა შესაძლოა ბევრად მეტი ღირს, ვიდრე რეალური მატერიალური ზარალი.

ბიზნესის შეჩერება

ერთდღიანი შეფერხებაც კი შეიძლება სერიოზულად შეეხოს კომპანიას — გაყიდვების, ოპერაციებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის მხრივ.

Backup ის უპირატესობები:

• სწრაფი აღდგენა საჭიროების შემთხვევაში

• მონაცემთა დაცულობა და უწყვეტი წვდომა

• კიბერშეტევებისგან დაცვა

• შესაბამისობა რეგულაციებთან

• ფინანსური და რეპუტაციული რისკების შემცირება

Backup ის მეთოდები (Types of Backup)

  1. სრული Backup – ი (Full Backup)

აღწერა: ქმნის ყველა ფაილის და მონაცემის სრულ ასლს.

დადებითი მხარე : აღდგენა მარტივია და სწრაფი.

უარყოფითი მხარე: დიდი მოცულობის მონაცემების შემთხვევაში მოითხოვს მეტ დროს და სივრცეს.

2. ინკრემენტული Backup – ი (Incremental Backup)

აღწერა: ასრულებს ბექაპს მხოლოდ იმ ფაილებზე, რომლებიც შეიცვალა ბოლო Backup – ის შემდეგ.

დადებითი მხარე: დროში და სივრცეში ეკონომიურია.

უარყოფითი მხარე: აღდგენა სჭირდება ყველა წინა ინკრემენტული Backup – ის თანმიმდევრულად გაშვებას.

3. დიფერენციალური Backup – ი (Differential Backup)

აღწერა: ქმნის ბექაპს იმ ფაილებზე, რომლებიც შეიცვალა ბოლო სრული Backup – ის შემდეგ.

დადებითი მხარე: აღდგენა სწრაფია და საჭიროებს მხოლოდ ორ ბექაპს (სრულს და დიფერენციალურს).

უარყოფითი მხარე: დროთა განმავლობაში ზომა იზრდება, რადგან ყოველი დიფერენციალური Backup – ი მოიცავს ყველა ცვლილებას.

4. ლოკალური Backup – ი (Local Backup)

აღწერა: შიდა დისკებზე, NAS-ზე ან სპეციალურ ბექაპ სერვერზე.

უპირატესობა: სწრაფი წვდომა და აღდგენა.

შეზღუდვა: ფიზიკური ზიანის რისკი (წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ.).

5. ღრუბლოვანი Backup – ი (Cloud Backup)

აღწერა: ისეთი სერვისების გამოყენებით, როგორიცაა Google Drive, Microsoft Azure, Amazon S3, Backblaze და სხვა.

უპირატესობა: მაღალი უსაფრთხოება, წვდომა ნებისმიერი ადგილიდან.

შეზღუდვა: ინტერნეტკავშირზეა დამოკიდებული და მოითხოვს შედარებით დიდი ფინანსურ რესურს,

6. ჰიბრიდული Backup – ი (Hybrid Backup)

აღწერა: გაერთიანებულია ლოკალური და ღრუბლოვანი Backup – ი.

უპირატესობა: უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვასა და მოქნილობას.

პროგრამული უზრუნველყოფა:

ყველაზე მოთხოვნადი Backup ის პროგრამები, რომელიც  კომპანია აითი თექ – ის პორთფელში ნახავთ:

Veeam Backup & Replication – იდეალურია ვირტუალური გარემოსთვის (VMware/Hyper-V)

Acronis Cyber Protect – გაერთიანებული დაცვა Backup – ით და ანტივირუსით

Nakivo Backup & Replication – ეფექტური და სწრაფი VMware/Hyper-V/365 Backup – ი

Commvault – მსხვილი კომპანიებისთვის მრავალფუნქციური სისტემა

Veritas NetBackup – ძლიერი არქივაციისა და მასშტაბური დაცვით

CloudBerry Backup – SMB-ებისთვის მარტივი გამოსაყენებელი cloud Backup – ი

ტექნოლოგიები და ფუნქციები:

Snapshot-based backup – სწრაფი კოპირება სისტემური მდგომარეობის

Continuous Data Protection (CDP) – რეალურ დროში Backup – ი ყოველ ცვლილებაზე

Encryption (AES-256 და სხვ.) – მონაცემების დაშიფვრა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

Deduplication – მონაცემების განმეორებების ამოცნობა და შენახვის სივრცის დაზოგვა

Versioning – ფაილების წინა ვერსიებზე წვდომის შესაძლებლობა

კომპანია აითი თექ – ის რჩევები:

3-2-1 წესის დაცვა:

▸ 3 ასლი — მინიმუმ

▸ 2 განსხვავებულ ლოკაციაზე

▸ 1 — გარე ან cloud საცავში

რეგულარული ტესტირება: ხშირად გადაამოწმეთ, რომ Backup – ი ფაილი მუშაა და  რეალურად აღდგება.

ავტომატიზაცია: შექმენით მაქსიმალურად ავტომატური ბექაპ გრაფიკი.

დაშიფვრა და პაროლების დაცვა: ყველა მონაცემები დაცული უნდა იყოს უნებართვო წვდომისგან.