უსაფრთხოების პოლიტიკები & დოკუმენტების შემუშავება

ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, პროცედურების, სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების სრული კომპლექტის შემუშავება და გადახედვა, რაც გათვალისწინებულია მარეგულირებელი ჩარჩოებითა და საუკეთესო პრაქტიკით. მომსახურება მოიცავს წვდომის კონტროლს, ინციდენტების მართვას, მონაცემთა კლასიფიკაციას, საქმიანობის უწყვეტობას, მომწოდებელთა უსაფრთხოებას და კომპანიის საქმიანობისა და ინფორამციული უსაფრთხოების გავრცელების სფეროს შესაბამის სხვა დოკუმენტებს.
ინფორმაციული უსაფრთხოება – რისკების შეფასება

ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება — კომპანიის ინფორმაციული აქტივების, პროცესებისა და მესამე მხარეებთან ურთიერთობის გათვალისწინებით. მომსახურება მოიცავს რისკების რეესტრის შექმნას, რისკის ხდომილების ალბათობისა და ზეგავლენის შეფასებას და პრიორიტეტული ღონისძიებების სიას. მომსახურბა სრულ შესაბამისობაშია ISO 31000 და ISO/IEC 27005 მეთოდოლოგიებთან
ISO/IEC 27001 დანერგვა & სერტიფიცირების მხარდაჭერა

ISO/IEC 27001 სერტიფიკაციის მიღების პროცესში სრული მხარდაჭერა — ხარვეზების ანალიზიდან და გავრცელების სფეროს განსაზღვრიდან დაწყებული, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვით, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებით, რისკების შეფასებითა და შიდა აუდიტისთვის მომზადებით დასრულებული. ჩვენ თქვენი გუნდის მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ სერტიფიკაციის ყოველ ეტაპზე.
ინფორმაციული უსაფრთხოება – კონსულტაცია

საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც კომპანიებს ეხმარება დაგეგმონ, სტრუქტურირება მოახდინონ და განავითარონ ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტები და გეგმები. ჩვენი კონსულტანტები აფასებენ თქვენი კომპანიის უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობას, საერთაშორისო სტანდარტებთან — ISO/IEC 27001, NIST CSF, CIS Controls — მიმართებაში განსაზღვრავენ სუსტ წერტილებს და შეიმუშავებენ კომპანიის სტრატეგიულ მიზნებზე მორგებულ სამოქმედო გეგმას.