დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საიმედო და უწყვეტი წვდომა ტექნოლოგიური წარმატების ქვაკუთხედია. თუ IT-ის თანამშრომლებს დისტანციურად უწევთ მუშაობა (ან კომპანიას აქვს რამდენიმე ფილიალი /დისტანციური ოფისი), მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქსელზე უწყვეტი წვდომა. აღნიშნული სოტუაციის მოსაგვარებლად, ბიზნესებს შეუძლიათ დანერგონ Opengear გადაწყვეტილება, რომელიც შეუფერხებელ წვდომას, მაღალ უსაფრთხოებასა და მარტივ ინტეგრაციას უზრუნველყოფს ნებისმიერი მასშტაბის ქსელებისთვის.
Opengear გადაწყვეტილება განსაკუთრებით გამოსადეგია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ქსელის ინფრასტრუქტურის უწყვეტ მუშაობას, დისტანციურ მართვასა და სწრაფ რეაგირებას პრობლემებზე. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამარტივებს და ეფექტურს ხდის IT დეპარტამენტის საქმიანობას.

რატომ უნდა დანერგოთ Opengear?
- კონსოლიდირებული წვდომა ქსელის კვანძებზე — თუნდაც ათასობით რაკსა და დაშორებულ ლოკაციაზე.
- ავარიულ ქსელებზე წვდომა — „Firewalled“ ან გათიშულ ქსელებშიც კი, უზრუნველყოფილია შეუფერხებელი კავშირი.
- მარტივი და უსაფრთხო მართვა — ყველა სესია იწერება, იშიფრება და ადვილად კონტროლდება.
და მაინც, რა სიტუაცებშია გამოსადეგი Opengear?
ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი სცენარები, სადაც Opengear-ის ტექნოლოგიები მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა:
1. ქსელის უწყვეტობის უზრუნველყოფა (Network Resilience)
Opengear-ის Smart Out-of-Band (Smart OOB™) ტექნოლოგია საშუალებას აძლევს IT გუნდებს, დისტანციურად აკონტროლონ და აღადგინონ ქსელის მოწყობილობები, თუნდაც ძირითადი ქსელის გათიშვის შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსები, ჯანდაცვა და წარმოება, სადაც ქსელის გაჩერება სერიოზულ ზიანს იწვევს
2. დისტანციური ოფისებისა და ფილიალების მართვა
კომპანიები, რომლებსაც აქვთ მრავალი ფილიალი ან დისტანციური ოფისი, იყენებენ Opengear-ის Resilience Gateway მოწყობილობებს ქსელის სტაბილურობისა და დისტანციური მართვისთვის ( მაგალითად, ერთ-ერთმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რომელსაც 75 ოფისი აქვს, წარმატებით ჩაანაცვლა ძვირადღირებული POTS ხაზები Opengear-ის მოწყობილობებით, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები და გაზარდა ქსელის საიმედოობა).
3. მონაცემთა ცენტრებისა და ჰიპერსკალური ინფრასტრუქტურის მართვა
Opengear-ის კონსოლის სერვერები, როგორიცაა CM8100, უზრუნველყოფენ მრავალპორტიან სერიალურ კავშირს და მაღალი დონის უსაფრთხოებას TPM 2.0 მოდულის მეშვეობით. ეს მოწყობილობები იდეალურია მონაცემთა ცენტრებისა და ჰიპერსკალური ინფრასტრუქტურისთვის, სადაც საჭიროა მრავალი მოწყობილობის ერთდროული და უსაფრთხო მართვა.
4. ავტომატიზაცია და Zero Touch Provisioning
Opengear-ის Lighthouse პროგრამული უზრუნველყოფა და NetOps კონსოლის სერვერები საშუალებას აძლევს კომპანიებს, ავტომატიზაციის საშუალებით განახორციელონ მოწყობილობების კონფიგურაცია და მართვა დისტანციურად, რაც ამცირებს ადამიანური შეცდომების რისკს და აჩქარებს IT ოპერაციებს .
5. ჯანდაცვის სექტორის სპეციფიური საჭიროებები
ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის, სადაც მონაცემთა უსაფრთხოება და ქსელის სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, Opengear-ის ინფრასტრუქტურის მენეჯერი უზრუნველყოფს უსაფრთხო დისტანციურ წვდომას, ქსელის უწყვეტობასა და შესაბამისობას რეგულაციებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტების მონაცემების დაცვისთვის.
6. საცალო ვაჭრობა და POS სისტემების მხარდაჭერა
საცალო ვაჭრობის ქსელებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია გაყიდვების წერტილების (POS) უწყვეტი მუშაობა, Opengear-ის მოწყობილობები უზრუნველყოფენ ქსელის სტაბილურობას და სწრაფ რეაგირებას პრობლემებზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაყიდვების დაკარგვის რისკს .
7. ლაბორატორიები და სატესტო გარემო ტექნოლოგიური კომპანიები და კვლევითი ლაბორატორიები იყენებენ Opengear-ის გადაწყვეტილებებს სატესტო გარემოს დისტანციური მართვისა და მონიტორინგისთვის, რაც საშუალებას აძლევს ინჟინრებს, ეფექტურად იმუშაონ სხვადასხვა მოწყობილობებსა და სისტემებთან.