
„IT Tech”-მა წარმატებით განახორციელა „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისის კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა. პროექტის ფარგლებში, ბანკი სრულად განახლდა Lenovo-ს თანამედროვე კომპიუტერული მოწყობილობებით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამუშაო პროცესების ეფექტურობასა და ტექნიკურ უსაფრთხოებას.
აღნიშნული განახლების შედეგად, „პროკრედიტ ბანკის“ ტექნიკური პარკი ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი IT ინფრასტრუქტურის საიმედოობასა და ოპტიმალურ ფუნქციონირებას.
„IT Tech“ აგრძელებს მაღალხარისხიანი IT გადაწყვეტილებების მიწოდებას, უზრუნველჰყოფს ბიზნესებისა და საფინანსო ინსტიტუტების ტექნოლოგიურ განვითარებას.