როგორ შევარჩიოთ სწორად სერვერული ინფრასტრუქტურა?

სანამ სერვერული ინფრატრუქტურის შერჩევის ეტაპზე გადავალთ, მოკლედ მოგიყვებით რას ნიშნავს ზოგადად სერვერი და რატომ სჭირდებათ ბიზნესებს.

სერვერი არის მაღალი საიმედოობის კომპიუტერი, რომელიც მუდმივად მუშაობს და აკონტროლებს კომპანიის მონაცემებს, პროგრამებსა და ქსელურ სერვისებს. მასზე მუშაობს ის, რაც ყველა თანამშრომელს ერთდროულად სჭირდება: მონაცემთა ბაზა, ფაილები, ERP/CRM სისტემა, ვებ-აპლიკაციები, ელ.ფოსტა და სხვა.

სერვერული ინფრასტრუქტურა ბიზნესისთვის არის ციფრული ძრავი, რომელიც მართავს მონაცემებს, აპლიკაციებს, უსაფრთხოებასა და ავტომატიზაციას. მისი სწორად დაგეგმვა არ იწყება ტექნიკური მონაცემებით (CPU/RAM/SSD) – ის იწყება ბიზნესის მიზნებით.

რატომ სჭირდება კომპანიას სერვერი?

  • დოკუმენტებისა და მონაცემების უსაფრთხო შენახვა
  • თანამშრომლების ერთობლივად მუშაობა ერთ სისტემაზე
  • ბიზნეს-აპლიკაციების მუდმივი და სწრაფი მუშაობა
  • მონაცემების დაცვა, კონტროლი და ბექაპი
  • პროცესების ავტომატიზაცია (ERP/CRM, Accounting, POS, IoT და ა.შ.)

როგორ შევარჩიოთ სერვერი?

გიზიარებთ 6 პრინციპს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა კომპანიამ:

  1. პირველ რიგში განსაზღვრეთ მიზანი, შემდეგ კი ტექნიკა – სერვერები, საცავი (Storage), ქსელი, Backup – ყველაფერი შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სამუშაოები აქვს კომპანიას, რამდენი მომხმარებელი/სერვისი იმუშავებს ერთდროულად და როგორ გაიზრდება დატვირთვა მომდევნო 3-5 წელში?

ინფრასტრუქტურას სჭირდება სტრატეგიული დაგეგმვა და ის არ გულისხმობს მხოლოდ „რკინას“.

  1. არქიტექტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოწყობილობა – სერვერის არჩევას წინ უნდა უძღოდეს არქიტექტურული გადაწყვეტილებები: ერთსერვერიანი მოდელი, თუ “Cluster + High Availability”? “On-premise” თუ “Hybrid Cloud”? “Edge” თუ “Data Center”-ზე დამოკიდებული მოდელი?

არასწორი არქიტექტურა = მუდმივი ხარჯი.

  1. Storage & Backup – ყველაზე ხშირი შეფერხება – ხშირად ნელი სისტემა ნიშნავს არა ცუდ სერვერს, არამედ ცუდ საცავს.

სწორი შენახვა სიჩქარესა და უსაფრთხოებას ერთად უზრუნველყოფს.

  1. ვირტუალიზაცია და ლიცენზიები – ფარული ხარჯი. ინფრასტრუქტურის შეძენამდე, წინასწარ უნდა დაითვალოს ასევე ხარჯები:
  • VMware / Proxmox / Hyper-V;
  • Windows Server / SQL / Oracle ;
  • Licensing per Core / per Node / per VM.

CPU არჩევანმა შეიძლება ლიცენზიის ღირებულება ორჯერ გაზარდოს

  1. უწყვეტობა (High Availability) – ბიზნესის სიცოცხლის ხანგრძლივობა

სერვერების გაჩერება = აპლიკაციების გაჩერება = ფინანსური ზარალი – სწორად შერჩეული ინფრასტრუქტურა, ავარიულ სიტუაციებს ავტომატურად უძლებს.

  1. მასშტაბირება და სამომავალო ზრდის პერსპექტივა

სერვერული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს „მზად ზრდისთვის“:

  • დამატებითი NVMe სლოტები
  • PCIe Expansion (GPU/AI workloads)
  • Scale-out Storage მოხმარებისთვის
  • Cloud integration / Hybrid პოტენციალი

როცა ინფრასტრუქტურა გაიზრდება კომპანიასთან ერთად, ინვესტიცია უფრო ჭკვიანური და ეფექტური იქნება.

როგორ დაგეხმარებათ IT Tech?

IT Tech ქმნის სრულ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს:

  • ვირტუალიზაცია და Cluster-ები
  • სერვერები და “Storage”
  • Backup + Disaster Recovery
  • Edge + Hybrid Cloud არქიტექტურა
  • გამოთვლა სხვადასხვა ბიზნესისთვის (Retail, HoReCa, Industry, Finance, Education, Tech)

დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით სერვერული ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და ინტეგრაციაში.

📧 info@ittech.ge | ☎ +995 32 204 10 20 | 🌐 www.itt.ge

#ITinfrastruvture #Businesstechnologies #ITtechnologies “ITsolutions