აკორი – სასტუმროს ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა

IT Tech -ისა და Softmaster-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სასტუმრო აკორი სრულად აღიჭურვა თანამედროვე და მაღალი საიმედოობის ქსელური ინფრასტრუქტურით.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასტუმროს შიდა ქსელის დაგეგმვა, მონტაჟი და კონფიგურაცია წამყვანი ბრენდების – Cisco-სა და HP-ის ქსელური მოწყობილობების გამოყენებით. დანერგილი გადაწყვეტა უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, სტაბილურ და უსაფრთხო კავშირს როგორც სტუმრებისთვის (Guest Wi-Fi), ისე სასტუმროს შიდა ოპერაციული სისტემებისთვის.

განხორციელებული ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს თანამედროვე სასტუმროების მოთხოვნებს: უწყვეტი ინტერნეტკავშირი, მაღალი ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და მასშტაბირებადობა. ქსელი გათვლილია როგორც მიმდინარე დატვირთვებზე, ისე მომავალი გაფართოების საჭიროებებზე, რაც სასტუმროს აძლევს ტექნოლოგიურ მოქნილობასა და ოპერაციულ საიმედოობას.

 

IT Tech აგრძელებს ჰოსპიტალითი სექტორის მხარდაჭერას პარტნიორ კომპანიებთან ერთად, სთავაზობს სასტუმროებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ქსელურ და IT გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუმჯობესებს როგორც სტუმრების გამოცდილებას, ისე შიდა პროცესების ეფექტურობას.