თანამედროვე რითეილში კონკურენცია სულ უფრო მეტად დამოკიდებულია ტექნოლოგიაზე, ეფექტურ მუშაობასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე. სწორედ ამ ტრანსფორმაციის ცენტრში დგას “ჭკვიანი მაღაზიის” კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ელექტრონული ფასმაჩვენებლები – Electronic Shelf Label (ESL).
რა არის ელექტრონული ფასმაჩვენებელი (ESL)?
ელექტრონული ფასმაჩვენებელი (Electronic Shelf Label – ESL) არის თანამედროვე საცალო გაყიდვების ერთ-ერთი ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც მაღაზიებს საშუალებას აძლევს: ფასები, აქციები და პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მართონ ცენტრალიზებულად, სწრაფად და უშეცდომოდ.
ESL სისტემები უკავშირდება მაღაზიის IT ინფრასტრუქტურას (POS/ERP), რაც უზრუნველყოფს მონაცემების ავტომატურ სინქრონიზაციას და ფასების რეალურ დროში განახლებას. “ჭკვიანი მაღაზიის” კონცეფცია წარმოადგენს ციფრულ, დაკავშირებულ და ავტომატიზირებულ მაღაზიას, სადაც ყველა პროცესი ერთიან ეკოსისტემაში მუშაობს. ამ ეკოსისტემის საფუძველია ESL, რომელიც ფუნქციონირებს როგორც IoT მოწყობილობა და აერთიანებს:
- ფასების მართვას
- მარკეტინგულ აქტივობებს
- ინვენტარის კონტროლს
- მომხმარებლის გამოცდილებას
შედეგად, მაღაზია ხდება მონაცემებზე დაფუძნებული და სრულად ოპტიმიზირებული.
“ჭკვიანი მაღაზიის” ძირითადი შესაძლებლობები:
- ფასების ცენტრალიზებული მართვა: ფასების ერთდროული განახლება მთელ ქსელში და სრული სინქრონიზაცია სალაროსთან.
- ოპერაციული ეფექტურობა: ქაღალდის ლეიბლების სრულად ჩანაცვლება; პერსონალის დატვირთვის შემცირება; სწრაფი პროცესები და ნაკლები ადამიანური შეცდომა.
- ციფრული მარკეტინგი მაღაზიაში – Lumina Aqua: დინამიკური და თვალშისაცემი აქციები; ეკრანებზე კონტენტის ავტომატური განახლება; პროდუქტის უკეთესი ვიზუალიზაცია – ეკრანზე გამოტანა.
- IoT და მონაცემებზე დაფუძნებული მართვა: მარაგების კონტროლი; მონაცემები რეალურ დროში; მოთხოვნის ანალიზი.
- თვითმომსახურება და ჭკვიანი შოპინგი: თვითგადახდის სისტემები; პროდუქტის ლოკაციის და შეთავაზებების ჩვენება; smart trolley (ინტელექტუალური კალათები)
ელექტრონული ფასმაჩვენებლების ეფექტურობა უკვე დადასტურებულია გლობალურად:
- Walmart – ათასობით მაღაზიაში ქაღალდის ეტიკეტები ჩაანაცვლა ციფრული ფასებით
- Tesco – ფართოდ იყენებს ESL-ს ფასების სიზუსტისა და ეფექტურობისთვის
- Carrefour და Lidl – აქტიურად იყენებენ პრომო აქციების სამართავად
შედეგად დაზოგეს დრო და რესურსები, შეძლეს რითეილ ოპერაციების ოპტიმიზაცია და გაზარდეს მომხმარებლის ნდობა.
ESL საქართველოში – მზარდი ტენდენცია
ელექტრონული ფასმაჩვენებლები საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით: სუპერმარკეტებში, ტექნიკის მაღაზიებში, ფარმაცევტულ ქსელებში.
მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ტექნოლოგია:
- ბიზნესისთვის – მომგებიანია
- მომხმარებლისთვის – კომფორტული
- მაღაზიებისთვის – ეფექტური და თანამედროვე
ჭკვიანი მაღაზია და ESL ტექნოლოგიები უკვე აღარ არის მომავლის კონცეფცია – ეს არის დღევანდელი სტანდარტი წარმატებული რითეილისთვის. მაღაზიები, რომლებიც დროულად ნერგავენ ამ სისტემებს:
- იღებენ კონკურენტულ უპირატესობას
- ქმნიან თანამედროვე შოპინგ გამოცდილებას
Hanshow წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას ESL და Intelligent Store გადაწყვეტილებებში, რომელიც აერთიანებს: ელექტრონულ ფასმაჩვენებლებს, ციფრულ სარეკლამო ეკრანებს, IoT პლატფორმას და სმარტ რითეილ ტექნოლოგიებს. მათი სისტემები ქმნის მაღაზიას, რომელიც – მუშაობს უფრო სწრაფად, ამცირებს ხარჯებს, ზრდის გაყიდვებს და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. კომპანია IT TECH – Hanshow ESL-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და ეხმარება რითეილ სექტორს ელექტრონული ფასმაჩვენებლების დანერგვაში.
IT Tech გთავაზობთ Hanshow-ის სრული ეკოსისტემის ინტეგრაციას -პროექტირების, მიწოდების, მონტაჟისა და ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით. დაგვიკავშირდით: info@ittech.ge +995 32 204 10 20 www.itt.ge