კრიპტოგრაფია & მონაცემთა შიფრაციის საკონსულტაციო მომსახურება

მონაცემების დამუშავების და გადაცემის დროს კრიპტოგრაფიული კონტროლების შერჩევას, დანერგვასა და მართვასთან დაკავშირებული კონსულტაცია. მომსახურება მოიცავს შიფრაციის ალგორითმების შერჩევას, გასაღების სასიცოცხლო ციკლის მართვას, PKI-ის დიზაინს, სერთიფიკატების მართვას და მოქმედ კრიპტოგრაფიულ სტანდარტებთან შესაბამისობას.
ქლაუდ უსაფრთხოების შეფასება

ქლაუდ გარემოების — AWS, Microsoft Azure, Google Cloud და ჰიბრიდული გარემოების უსაფრთხოების კონფიგურაციის, არქიტექტურისა და კონტროლების შეფასება. შფასების შედეგად მოხდება არასწორი კონფიგურაციების, გადამეტებული წვდომის უფლებების, დაუშიფრავი მონაცემების საცავების და ღიად ზელმისაწვდომი სერვისების გამოვლინება. შეფასების ბოლოს, ანგარიშში აისახება CIS Cloud Benchmarks-თან და ქლაუდ პროვაიდერის საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში არსებული გამოსწორების რეკომენდაციები.
ინციდენტების მართვა & მათზე რეაგირების გეგმა

ISO/IEC 27035 სტანდარტთან შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა. მომსახურება მოიცავს ინციდენტების კლასიფიკაციის სქემებს, ესკალაციის პროცედურებს, კომუნიკაციის შაბლონებს, მტკიცებულებების შენახვის სახელმძღვანელოს და ინციდენტის შემდგომი ანალიზის პროცესებს.
უსაფრთხოების აუდიტი & შესაბამისობის შემოწმება

ISO/IEC 27001, NIST, SOC2 და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოებთან მიმართებაში ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლების დამოუკიდებელი აუდიტი. აუდიტის ანგარიში იძლევა კონტროლების ეფექტიანობის, შეუსაბამობებისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ობიექტურ სურათს. აუდიტის გამოიყენება სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ ანგარიშგებისთვის, მარეგულირებელი ინსტიტუტებისთვის წარდგენისთვის და სხვა მიზნებისთვის.
მესამე მხარეების & მომწოდებლების უსაფრთხოების მართვა

მიწოდების ჯაჭვისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების რისკების შეფასება და მართვა. მომსახურება მოიცავს მომწოდებლების შეფასებისათვის შესაბამისი კითხვარის მომზადებას, უსაფრთხოების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნების შეფასებას და ჩამოყალიბებას, მესამე მხარეების აუდიტს და მათი მონიტორინგის ჩარჩოს შემუსავებას. ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია მესამე მხარეების შესახებ, იცავენ თუ არა ისინი უსაფრთხოების ჩვენთვის მისაღებ სტანდარტებს ჩვენი მომსახურების მთელი ციკლის […]
საქმიანობის უწყვეტობა & კატასტროფიდან აღდგენის დაგეგმვა

საქმიანობის უწყვეტობის გეგმების (BCP) და კატასტროფებიდან აღდგენის გეგმების (DRP) შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ კომპანიამ შეძლოს კრიტიკული ოპერაციების შენარჩუნება და სწრაფი აღდგენა ნებისმიერი შემაფერხებელი მოვლენის შემდეგ — კიბერშეტევის, სისტემური გაუმართაობის თუ ბუნებრივი კატასტროფის დროს. მომსახურება მოიცავს ბიზნეს-ზეგავლენის ანალიზს (BIA), აღდგენის დროის მიზნების (RTO/RPO) განსაზღვრას და სამაგიდო სავარჯიშოების ფასილიტაციას.
შეღწევადობის ტესტირება & მოწყვლადობის შეფასება

სერტიფიცირებული ჰაკერების მიერ ჩატარებული სისტემების, აპლიკაციებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის ტესტირება, რათა გამოვლინდეს სისუსტეები და დაუცველობა მანამ, სანამ ამას ბოროტმოქმედები გამოიყენებენ. მომსახურება მოიცავს გარე და შიდა ქსელის ტესტირებას, ვებ და მობილური აპლიკაციების ტესტირებას და დეტალურ ანგარიშს, სადაც სისუსტეების გამოსწორებისკენ მიმართული რეკომენდაციებია მოცემული.
უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება & სატრენინგო პროგრამები

ტრენინგები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც კომპანიებს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარება. პროგრამები მოიცავს ფიშინგის ამოცნობას, პაროლების ჰიგიენას, სოციალური ინჟინერიის წინააღმდეგ ქცევას, მონაცემთა დამუშავების საუკეთესო პრაქტიკებს და მარეგულირებელ ვალდებულებებს. მომსახურების მიწოდება ხდება ვორქშოფების, პირისპირ ტრენინგების, ელექტრონული სწავლების მოდულებისა და ფიშინგ-სიმულაციების სახით.
წვდომების კონტროლი & Identity-ს მართვა

როლებზე დაფუძნებული წვდომის კონტროლის (RBAC) ჩარჩოების, პრივილეგირებული წვდომის მართვის (PAM) გადაწყვეტებისა და მრავალფაქტორული ავთენტიფიკაციის (MFA) პოლიტიკების შემუშავება და დანერგვა. ამ მომსახურების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს, ადმინისტრატორებსა და მესამე მხარეებს წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ იმ ინფორმაციულ რესურსებზე, რომლებზეც არიან უფლებამოსილნი. ამით მნიშვნელოვნად მცირდება შიდა საფრთხეებზე დაფუძნებული შეტევების რისკი.
მონაცემთა დაცვა & პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამისობა

მომსახურება, რომელიც კომპანიებს ეხმარება თავიანთ საქმიანობა მოიყვანონ GDPR-თან, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან და სხვა მოქმედ მარეგულირებელ კანონმდებლობთან შესაბამისობაში. მომსახურება მოიცავს მონაცემთა ინვენტარიზაციას, კონფიდენციალობაზე ზეგავლენის შეფასებებს (PIA/DPIA), ინფორმაციის დამუშავების შესახებ საქმიანობათა ჩანაწერებს (ROPA) და მონაცემთა სუბიექტების უფლებების განხორციელების პროცედურებს.